სან-დიეგოში დაფუძნებულმა კომპანიამ (Aptera) ახლახან გამოცადა თავისი პირველი ელექტრომობილი მოჯავეს უდაბნოში. დაინტერესებულ პირებს მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილის შესაძლებლობების ნახვის საშუალება მიეცათ.

ეს ყველაფერი მზის ენერგიაზე მომუშავე ფუნქციურ ელექტრომობილებთან გვაახლოებს. Aptera-ს 643 კილომეტრის გავლა ერთ დამუხტვაზე შეუძლია და ის ინტეგრირებულია მზის პანელებით, რომლებიც 65 კილომეტრის დაფარვას სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ტესტირების ყოველი ეტაპი მათ საბოლოო წარმატებასთან აახლოებს.

მზის ენერგია ავტომობილში

ტესტირებისას ავტომობილმა ძრავის გამორთვის შემდეგ კიდევ სამი წუთი იმოძრავა, რაც საყურადღებო და საინტერესოა.

Aptera-მ ავტომობილის აეროდინამიკის სადემონსტრაციოდ სპეციალური ტესტირებაც ჩაატარა. მათ გაზომეს ჰაერი, რომელიც მოძრაობისას ავტომობილში მოძრაობდა.

მთლიანობაში, ტესტირებამ კარგად ჩაიარა და კომპანიაში ამბობენ, რომ შედეგებით კმაყოფილები არიან.

"ბოლო ტესტირებამ აჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ. ეს არის ტრანსპორტის მომავალი", — თქვა სტივ ფამბრომ, Aptera-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

პირველად კომპანია 2007 წელს გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ ათი წელია, რაც პროდუქტზე სერიოზულად მუშაობს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მიზანია შეცვალონ და გარდაქმნან ელექტრომობილების ინდუსტრია.

Apeta-ს გლობალურად წინასწარი შეკვეთები 50 000 ავტომობილზე აქვს მიღებული, რაც მთლიანობაში 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.