ბაზისბანკი ფინანსური სანქციების ჩარჩოსა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ რისკების მართვის ინსტრუმენტებს აძლიერებს
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ფინანსირების პროგრამის (TSCFP) მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის ექსპერტების ჩართულობით, ტექნიკურ მხარდაჭერას იღებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების ჩარჩოს გაძლიერების და გლობალურ ვაჭრობასთან ასოცირებული ფულის გათეთრების (TBML) რისკების მართვის ინსტრუმენტების სრულყოფის ნაწილში.
ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ბანკი თვლის, რომ აღნიშული პროექტი არის როგორც დროული, ასევე აუცილებელი სწრაფად ცვალებადი სანქციების მონიტორინგის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ყოველთვის, განსაკუთრებით კი არსებული საერთაშორისო სანქციების რეალობაში, აღნიშნული მიმართულებით სანდო და საიმედო პარტნიორობა ბაზისბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ბანკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების დაკმაყოფილება როგორც მარეგულირებელთან, ასევე მის პარტნიორ ბანკებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და მომხმარებლებთან მიმართებაში და მუდმივად ცდილობს დაიცვას აღნიშნული მიდგომა და პრინციპი.
"მიგვაჩნია, რომ ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ცოდნის, ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარება, ბანკს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს. ბაზისბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ამგვარი ფორმით პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია, რომელიც ზრუნავს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების წარმოებაზე, საერთაშორისო სტანდარტის მქონე თანამედროვე მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენებით და დაცვით.
ბანკი დიდ რესურსს უთმობს საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებით მოქმედ სანქციებთან და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ნორმების სრულ შესაბამისობაში ყოფნას. აღნიშნულთან დაკავშირებით მუდმივად ვითარდება და ფეხს უწყობს ახალ მოთხოვნებს და რეგულაციებს. აღნიშნული პროექტი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ბანკის საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით და მიზნად ისახავს მისი შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობას როგორც არსებულ, ასევე ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობისას", — განაცხადა ბაზისბანკის რისკების მართვის დირექტორმა, დავით კაკაბაძემ.
ბაზისბანკის შესახებ: ბაზისბანკის ჰოლდინგი, ბაზარზე 30 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, სოლიდური უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. 2022 წლის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს.
აზიის განვითარების ბანკის შესახებ: აზიის განვითარების ბანკი (ADB) 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. აზიის განვითარების ბანკი AAA საკრედიტო რეიტინგით და 250-ზე მეტ პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობის, ვაჭრობის და მიწოდების ჯაჭვის პროგრამის (TSCFP) ფარგლებში უზრუნველყოფს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსით და გარანტიებით, რაც ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების, შესაბამისად ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზეა მომართული. TSCFP ინიციატივები ხელს უწყობს გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებს ეკოლოგიაზე ორიენტირებულ, მდგრად, ინკლუზიურ, გამჭვირვალე და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტებად ჩამოყალიბებას. აზიის განვითარების ბანკი (ADB) მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები