რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა დასრულდა — რა გავიგეთ
ფოტო: რია
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშიანიანთან ერთად კრემლში სამმხრივი შეხვედრა გამართა.
დეტალები: რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეხვედრა 20 წუთს გაგრძელდა.
- მანამდე ვლადიმერ პუტინი ცალ-ცალკე შეხვდა ალიევსა და ფაშინიანს.
- რია ნოვოსტის ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთობის დარეგულირებისკენ მყარი ნაბიჯები გადადგეს, თუმცა იკამათეს კიდეც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის საკითხზე.
- სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით საკმაო პროგრესს მიაღწიეს.
- თავის მხრივ, ალიევი ამბობს, რომ არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებისთვის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე დაყრდნობით.
- გარდა ამისა, რუსული გამოცემის ცნობით, სატრანსპორტო კავშირების განბლოკვასა და გზების შესაძლო მშენებლობაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია.
- "ჩვენც განვაცხადეთ ამის შესახებ და აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს, რომ არანაირი ცვლილება ამ საკითხთან მიმართებაში აზერბაიჯანს არ აქვს. ისინი ყოველგვარი ვარიანტების გარეშე აღიარებენ სომხეთის სრულ სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე", — თქვა პუტინმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.
- ყარაბაღის ომის სახელწოდებით ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა.
- ომი ხელმოწერილი ზავით დასრულდა, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად გრძელდებოდა.
- 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.
- სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში მეორე ყარაბაღის ომის სახელით შევიდა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დასრულდა.
- ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მთავარი პუნქტები აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება, რეგიონში რუსი სამშვიდობოების შემოყვანა, პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება იყო.
-
2021-2022 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა როგორც ყარაბაღთან და ისე ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ.
-
2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი, ფაქტობრივად, ბლოკადაშია. ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, "ეკოაქტივისტებმა" გადაკეტეს.
-
2023 წლის აპრილის მეორე ნახევარში კი აზერბაიჯანმა დერეფნის ერთ-ერთ ბოლოში გამშვები პუნქტი აღმართა.
- სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც სომხეთის მიერ.
- აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და დაბრუნებას ითხოვს.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები