სატენდერო გარანტია — უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
ფოტო: საქართველოს ბანკი
სატენდერო გარანტიის წარდგენას, ტენდერში წარმატებული მონაწილეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არაერთი ბიზნესისთვის აქვს. წარსულში ამ დოკუმენტის მიღება ფილიალში ვიზიტთან და ხანგრძლივ დროსთან იყო დაკავშირებული. დღეს კი, როდესაც სისწრაფე და მოქნილობა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, საქართველოს ბანკმა სატენდერო გარანტიის აღების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივა და ციფრულ სივრცეშიც გადაიტანა.
ახლა უკვე მომხმარებელს სატენდერო გარანტიის მიღება ბიზნეს მობილბანკიდან, უზრუნველყოფის გარეშე, 1 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. ამ ინტერვიუში საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი, ანი ქობალია გვიამბობს, როგორ მუშაობს ახალი სერვისი, რა სიახლეები მოიტანა და როგორ ეხმარება ის ბიზნესის ზრდას.
ბიზნესის რა საჭიროებას პასუხობს ახალი გადაწყვეტა — სატენდერო გარანტიის გამარტივებული მიღება ბიზნეს მობილბანკში?
ტენდერში მონაწილე ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია მოთხოვნილი გარანტიის დროულად წარდგენა. შესაბამისად, კრიტიკულია, რომ მისი მიღების პროცესი სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს.
ადრე ეს პროცესი ფილიალში ვიზიტთან, მენეჯერთან კომუნიკაციასა და ლოდინთან იყო დაკავშირებული. ახალი გადაწყვეტით ბიზნესებს შეუძლიათ გაიაქტიურონ სატენდერო გარანტია ციფრულად, უმოკლეს დროში. ეს კი მათ ანიჭებს მეტ მოქნილობას, ტენდერის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას, საბოლოოდ კი ზრდის ბიზნესის კონკურენტუნარიანობას.
დაგვიხასიათეთ, როგორ ხდება სატენდერო გარანტიის აღება ტექნიკურად — როგორია ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესი ბიზნეს მობილბანკში?
სატენდერო გარანტიის მიღება ბიზნეს მობილბანკში მარტივი და სრულიად ციფრული პროცესია. მომხმარებელი სატენდერო გარანტიის არჩევისას რამდენიმე ეტაპს გადის:
შეჰყავს მონაცემები — ტენდერის ნომერი, მოთხოვნილი თანხა, ვადა, რის შემდეგაც ხელმოწერით ეთანხმება განაცხადს და იწყება ავტომატური ანალიზის პროცესი. დაახლოებით ნახევარ წუთში მომხმარებელი არხშივე ხედავს გადაწყვეტილებას.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომხმარებელს აპლიკაციაშივე უჩნდება გასააქტიურებელი გარანტია, შესაბამისად შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს დეტალებს, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას და გაიაქტიუროს გარანტია.
მომხმარებელი პროცესს სრულიად დამოუკიდებლად რამდენიმე წუთში ასრულებს. ეს კი ბიზნეს დროსა და რესურსებს უზოგავს.
უკვე მიიღეთ გარკვეული უკუკავშირი პირველი მომხმარებლებისგან?
რა თქმა უნდა, მომხმარებლებმა უკვე გაგვიზიარეს საკუთარი შთაბეჭდილება პროდუქტზე. მათთვის ყველაზე ღირებული აღმოჩნდა ის რომ, გარანტიის მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა პროცესის დაწყებისთანავე აშკარად იგრძნობა.
და ბოლოს: როგორ ხედავთ ბიზნეს მობილბანკის როლს საშუალო და მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაში მომავალი 1-2 წლის განმავლობაში?
ჩვენი ხედვით ბიზნეს მობილბანკ იუნდა იყოს ციფრული პლატფორმა, რომელიც მეწარმეს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად, მოქნილად და ეფექტურად მართოს საკუთარი ბიზნესის საკვანძო პროცესები, ფინანსებიდან — ადმინისტრირებამდე, ნებისმიერ დროსა და ადგილას.
ინფორმაციისთვის, ამჯერად სატენდერო გარანტიის მიღება 65%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან.
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
კომენტარები