სკოლის მოედნებიდან დიდ სპორტამდე — საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საიდან იწყება მომავალი ჩემპიონების გზა? ეს დიდი თავგადასავალია, რომლის საფუძველიც, უმეტესწილად, ყველასთვის საერთოა: სკოლა, სპორტული დარბაზი, მოედანი, ან სულაც სოფლის მინდორი თუ ასფალტიანი ეზო, სადაც კარის როლს ორი ქვა ასრულებს. ეს არის თვითგამორკვევის, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ოცნებების დასახვის პერიოდი, დრო, რომელიც ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნიჭსა და პოტენციალს ასპარეზი სჭირდება: ჟინი, შეჯიბრი, ინტერესი და წახალისება ხდება მოტივაცია, რომელსაც მხოლოდ წინ მივყავართ.
საქართველოს ბანკი, როგორც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის წარმატების გასაღები ბავშვების განვითარებაშია. შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს და სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი ძალების გამოცდა და დამტკიცება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.
რა არის სასკოლო ლიგა?
ეს არის საქართველოში სკოლის მოსწავლეთა ყველაზე მასშტაბური სპორტული ტურნირი, სადაც მოზარდები სპორტის 15-მდე სახეობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს: მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვ. ტურნირებში მონაწილეობა უკვე 20,000-მდე ახალგაზრდამ მიიღო. რაც ყველაზე სასიამოვნოა, პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა მზარდია.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
სკოლის ასაკში, სპორტით დაკავებას მხოლოდ ფიზიკური აქტივობისა და ენერგიის ხარჯვის ფუნქცია არ აქვს. სპორტი გამოწრთობს ინდივიდუალიზმსა და ხასიათს, ასევე გუნდური მუშაობის, შრომის ეთიკისა და თვითრწმენის გაკვეთილია. ამ პროცესში მოზარდი იღებს უნიკალურ გამოცდილებას, იგებს გამარჯვების გემოს და სწავლობს, რომ შეცდომა თუ მწარე მარცხი მხოლოდ დროებითი მოვლენაა მის ცხოვრებაში, რომ წაქცევის შემდეგ ფეხზე წამოდგომა მას გამარჯვების გოლთან აუცილებლად მიიყვანს.
ახლა, როდესაც ქართული სპორტი თვალსაჩინო პროგრესს განიცდის, სასკოლო ლიგა ქმნის პოპულარიზაციისა და წახალისების საფუძველს იმ მომავალი თაობისთვის, რომელიც წლების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებებში, ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ან მსოფლიო ტურნირებზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას. ვინ იცის, შეიძლება სწორედ სასკოლო ლიგის მინი ფეხბურთის ტურნირზე მოთამაშე პატარა ფეხბურთელი გახდეს ხვალინდელი კვარაცხელია, დავითაშვილი ან მიქაუტაძე.
თუ შენც გიყვარს სპორტი — შენი ადგილიც აქ არის!
სასკოლო ლიგის კარი ყველასთვის ღიაა. თუ ხარ მოსწავლე და გინდა გამოსცადო საკუთარი თავი სპორტში, თვალყური ადევნე ტურნირების განრიგს და არ გაუშვა შანსი, შენი მთავარი მხარდამჭერი კი საქართველოს ბანკი იქნება.
და თუ ოცნებობ დიდ წარმატებაზე, გახსოვდეს ლეგენდარული კობი ბრაიანტის სიტყვები: “ღმერთმა ნიჭით დამაჯილდოვა, თუმცა ისე ვშრომობდი, თითქოს ნიჭი საერთოდ არ მქონდა”.
ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
კომენტარები