კონსტანტინ ზატულინი

28 Jul. 2025, 11:22

"[რუსეთთან ომის დაწყების] სანაცვლოდ დასავლეთი საქართველოს შეაქებს, შეუნარჩუნებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ყველგან, ყველანაირ პლატფორმაზე ილაპარაკებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია და დაიწყებენ გზების ძებნას, როგორ დაეხმარონ საქართველოს უფრო ეფექტიანად, არ ვიცი, მაგალითად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, საქართველოს კიდევ სადმე გაწევრიანება. რაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მიზანია — ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა.

თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში, ამ ხელისუფლებით საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა უნდა დაივიწყოს. ეს მეტასტაზები კი ღრმად ფესვგადგმულია და ქართული საზოგადოება სავსეა სოროსის ბავშვებით, სოროსის შვილიშვილებით. რატომ ატყდა ასეთი აყალმაყალი გასულ წელს? რადგან მიიღეს კანონი, ამერიკულიდან გადაწერილი, უცხოეთის აგენტების შესახებ... პირდაპირ გადაწერილი ამერიკული [კანონიდან], რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მოქმედებს. რაც იუპიტერს ეპატიება, არ ეპატიება ხარს. ამიტომაც, პირდაპირ, ეს ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ დასავლეთის მტრები არიან..."

განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…