ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი — Lamborghini-ს ცენტრი საქართველოს საავტომობილო რუკაზე
ფოტო: თეგეტა
მინიმალისტური და დახვეწილი არქიტექტურული დიზაინით გამორჩეული Lamborghini-ს შოურუმი თეგეტა ჰოლდინგის კიდევ ერთი თვალსაჩინო პროექტია. შენობა აღმაშენებლის №129-ში, კომპანიის სათავო ოფისის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც უკვე დიდი ხანია, საავტომობილო ჰაბად იქცა.
პროექტზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო და ყველა ეტაპი სინქრონულად მიმდინარეობდა. არქიტექტურული დაგეგმვა, ინჟინრული გათვლები, ტექნიკური პროექტირება და მაღალი ხარისხის ევროპული მასალების იმპორტიც კი ერთმანეთის პარალელურად წარიმართა.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: “L amborghini-ს შოურუმის მშენებლობა არ იყო უბრალოდ მაღალი დონის პროექტი, ეს იყო შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურა მსოფლიო ბრენდის ტექნიკური და ვიზუალური სტანდარტების გათვალისწინებით შეგვექმნა. შედეგად, დღეს გვაქვს სივრცე, რომელიც ინოვაციას, ხარისხსა და მომხმარებლისათვის სრულიად ახალ გამოცდილებას აერთიანებს.
გვეამაყება, რომ Automobili Lamborghini-სთან პარტნიორობით არა მხოლოდ თეგეტა, არამედ საქართველო Lamborghini-ს გლობალურ ქსელს შეუერთდა. ახლა უკვე ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომია ის სტანდარტები და სერვისები, რომლებსაც იტალიური მწარმოებელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს სთავაზობს. ვფიქრობთ, როგორც ჰოლდინგისთვის, ისე საქართველოსთვის საერთაშორისო საავტომობილო რუკაზე სათანადო პოზიციონირებისათვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“.
მშენებლობის პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას თეგეტა ჰოლდინგში შემავალი სამშენებლო კომპანია „გრავიტა“ წარმართავდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესში, როგორც დიზაინი, ისე სამშენებლო მასალები და მიდგომები ჰოლდინგთან და Automobili Lamborghini-სთან ზუსტდებოდა. მთავარი გამოწვევა სწორედ მკაცრად გაწერილი მოთხოვნები და შეზღუდული დროის ფაქტორი იყო.
ფოტო: თეგეტ
ირაკლი ცაგარეიშვილი, კომპანია გრავიტას დირექტორი: “რეკორდულ ვადაში უნდა მოგვესწრო ყველაფერი. დამკვეთისთვის მისაღები მხოლოდ უმაღლესი სტანდარტი იყო, რაც ორმაგ ძალისხმევას მოითხოვდა.
შენობის კარკასი Acero-ს ბრენდის ლითონკონსტრუქციაა, რომელიც სპეციალურად Lamborghini-ს შოურუმისთვის დუბაიდან ჩამოვიტანეთ. პროექტირების პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჩვენი გუნდის წევრები, ისე დუბაის ოფისის კონსტრუქტორები , რომლებმაც წინასწარი შესწავლის საფუძველზე გამოთვალეს მასალის მდგრადობა თბილისის კლიმატური პირობების გათვალისწინებით. რაც შეეხება სხვა სამშენებლო მასალებს, უმეტესად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული, რადგან ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი ხარისხის მასალების მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მონტაჟის შემდეგ ლითონკონსტრუქცია ხანძარმედეგი და ენერგოეფექტური სენდვიჩპანელებით შეიფუთა. ასევე ფასადზე გამოყენებულია Montana-ს (შვეიცარია) ტრაპეზოიდული პანელები, რომლებიც არა მხოლოდ მდგრადობას, არამედ თანამედროვე ესთეტიკას ქმნის. საფასადე ნაწილში გამოვიყენეთ Hueck -ის (Germany) ბრენდის ალუმინის ვიტრაჟები და Keller-ის (Luxembourg) სლაიდსისტემა და Saint Gobain-ის (France) დაბალემისიური მინები, რაც ენერგოეფექტიანობისთვის დამატებითი კომპონენტია.
Lamborghini-ს შოურუმი ნამდვილად გამორჩეული პროექტი იყო გრავიტასთვის. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ სამუშაოები დათქმულ დროს და მაღალი სტანდარტით შესრულებულიყო“.
ფოტო: თეგეტა
Lamborghini-ს ცენტრის საერთო ფართი 1,200 მ²-ია. აქედან 320 მ² საექსპოზიციო დარბაზს ეთმობა. შოურუმში მაღალი ხარისხის ევროპული წარმოების ტექნიკური ინვენტარი და ავეჯია განთავსებული.
ფოტო: თეგეტა
რვა სამუშაო სივრცისაგან შედგება სერვისის ზონა, სადაც სპეციალურად გადამზადებული მექანიკოსები თანამედროვე დანადგარებით მუშაობენ. ცენტრის ეს ნაწილი აღჭურვილია უახლესი თაობის ტექნოლოგიით: ინტეგრირებულია Hunter-ის პრემიუმ კლასის სადიაგნოსტიკო და გასწორების სისტემა, Hermann-ის ამწეები უზრუნველყოფს უსაფრთხო და სტაბილურ სამუშაო გარემოს Work Bay ზონაში. Hormann-ის პანორამული კარები კი დამატებით გამჭვირვალობასა და ენერგოეფექტიანობას უზრუნველყოფს.
ფოტო: თეგეტა
სერვისში სპეციალური ქვაა დაგებული, რომელიც სიმძიმესა და მაღალ დატვირთვას უძლებს. ხარისხის მკაცრი კონტროლი და შემჭიდროებული ვადები, ეფექტიან მართვასა და პრაქტიკულად 24-საათიან ჩართულობას მოითხოვდა.
ნინო იმნაძე, თეგეტა მოტორსის მთავარი ადმინისტრაციული ოფიცერი: “თეგეტას ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში თანმიმდევრულად განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც თანამედროვე საავტომობილო ჰაბის შექმნა განაპირობა; სივრცე, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ფუნქციურ ეფექტიანობასა და პრემიუმ ბრენდებისთვის შესაბამის არქიტექტურულ გარემოს.
ამ პროცესს ახალი მასშტაბი მიანიჭა Lamborghini-ს ცენტრის ინტეგრირებამ — არქიტექტურულად დახვეწილმა, ბრენდის ფილოსოფიაზე მორგებულმა სივრცემ, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ტრადიციული სერვისის საზღვრებს და ქმნის პრემიუმ მომხმარებლისთვის სრულიად ახალ გამოცდილებას.
თავიდანვე ცხადი იყო ჩვენთვის, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ თანამედროვე შენობა, არამედ უნდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც მსოფლიო ბრენდის ფილოსოფიას გამოხატავდა. შედეგად, მივიღეთ გამორჩეული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც ბრენდის იდენტობასთან თანმხვედრ დიზაინს, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებსა და მაღალი შესრულების კულტურას აერთიანებს“.
ფოტო: თეგეტა
Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად მიმდინარე წლის 18 ივნისს გაიხსნა. მსოფლიო ბრენდს საქართველოში ოფიციალურად თეგეტა ჰოლდინგი წარმოადგენს. ცენტრი ქართველ მომხმარებელს სუპერქარების ფართო სამოდელო რიგსა და სრულ სერვისს სთავაზობს. ამასთანავე, პრემიუმ ბრენდის მოყვარულებს შეუძლიათ კონფიგურატორის დახმარებით თავად შეარჩიონ ფერები, მასალები, განსაზღვრონ სპეციფიკაციები და საკუთარ გემოვნებას მორგებული ავტომობილი შეიძინონ. ასევე ისარგებლონ ტესტდრაივით და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ როუდშოუებში საინტერესო გამოცდილება მიიღონ.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები