რეკორდული ტემპერატურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება
პორტუგალიაში შაბათს, 17 ივნისს, გაჩენილ ხანძრებს, სულ ცოტა, 64 ადამიანი შეეწირა და 130-ზე მეტი დაშავდა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტყის ხანძრების გამძვინვარების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი რეკორდული სიცხეები იყო. პორტუგალიაში იმ დღეებში ტემპერატურა ცელსიუსით +40 გრადუსს აჭარბებდა.
ზაფხულის დასაწყისშივე ძალიან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ესპანეთსა და საფრანგეთშიც, სადაც გუშინ, 20 ივნისს, მოსახლეობამ სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც კი მიიღო. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეკორდულთან ძალიან ახლოს მყოფი ტემპერატურა ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიისა და ნევადის უდაბნოებში დააფიქსირეს.
მეტეოროლოგების ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაშიც სითბური ტალღების ხშირი შემოტევაა და ტემპერატურა ცელსიუსით +50 გრადუსს გასცდა.
"ყველაზე მაღალი ტემპერატურა წელს პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტურბატში დაფიქსირდა, სადაც ჯერ კიდევ მაისში სიცხე 54 გრადუსამდე ავიდა" - ამბობს კლერ ნულისი, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სპიკერი.
“აზიაში ეს ახალ რეკორდულ ტემპერატურას ჰგავს. თუ დადასტურდა, რეკორდულს გაუტოლდება, რომელიც გასული წლის ივლისში, კუვეიტში დაფიქსირდა. ახლა კომიტეტს ვქმნით, რომელიც შეისწავლის, არის თუ არა ეს, დანამდვილებით, რეგიონისთვის ახალი რეკორდი” - აღნიშნავს კლერ ნულისი.
ორგანიზაციის უფროსი მეცნიერის, ომარ ბადურის თქმით, ისტორიაში, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა შეერთებულ შტატებში, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1913 წელს დაფიქსირდა. ეს იყო +56,7 გრადუსი ცელსიუსით, კალიფორნიის შტატში მდებარე სიკვდილის ველზე.
ომარ ბადური განმარტავს: “ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება ძალიან რთულია, რადგან ადვილი არ არის ყველა იმ ბუნებრივი პირობის ერთდროულად თავმოყრა, როგორიცაა მაგალითად, წნევა, ჰაერის ტენიანობა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ 54 გრადუსს მივაღწიეთ და ახალი რეკორდის დამყარებასთან ასე ახლოს ვართ”.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მოელის, რომ სითბური ტალღების გლობალური შემოტევების გამო, ტყის ხანძრები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება, კიდევ უფრო გახშირდება. თუკი მოსახლეობა საგანგებო ზომებს არ მიიღებს, სიცხის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპება.
ასე მოხდა 2003 წელს, როცა ევროპაში სითბური ტალღების შემოტევამ 70 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. მეცნიერები შიშობენ, რომ კლიმატური ცვლილებების გამო, მოსალოდნელია სითბური ტალღების არამარტო გახშირება, არამედ გარდაუვალი ხდება მათი სიძლიერისა და ხანგრძლივობის ზრდაც.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები