გზა თბილისიდან კემბრიჯამდე — გაიცანით თაკო წულაია, წიგნების თაროს მონაწილე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნების თარო მეათე საიუბილეო სტუდენტური სეზონით ბრუნდება. ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტი აღმოჩენებისა და განვითარების შესაძლებლობის შესაქმნელად, პროექტი მონაწილეებს ახალ და საინტერესო გამოწვევებს ჰპირდება. გუნდები ერთმანეთს ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროდან კითხვების გამოცნობაში ეჯიბრებიან. გამარჯვებულები კი სასწავლებლად კემბრიჯის ორკვირიან საზაფხულო სკოლაში მიემგზავრებიან.
ახალი სეზონის დაწყებამდე იმ გამორჩეულ ახალგაზრდებს გაგაცნობთ, რომლებიც წიგნების თაროს პროექტს ქმნიან.
"წიგნების თაროში მონაწილეობაზე არასდროს მიფიქრია და არც ვიფიქრებდი, რომ არა პანდემია, რომელმაც ჩემი ყოველდღიურობა მოსაწყენი და რუტინული ამბების გროვად აქცია. ამ ჩაკეტილობისგან გასაქცევად სიახლეებს ვეძებდი, ამიტომ გოგას და მარიამს პროექტში მონაწილეობის მისაღებად გუნდის შექმნაზე დავთანხმდი. მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია", — გვიყვება პროექტის გამარჯვებული თაკო წულაია და კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
მისივე თქმით, თავიდან, როდესაც პროექტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, განსაკუთრებული მოლოდინები არ ჰქონია. "ვფიქრობდი, რომ პირველ სეზონს წავაგებდით, გამოცდილებას მივიღებდით და მერე, მომდევნო სეზონებში გავიმარჯვებდით, მაგრამ როცა თამაშები დაიწყო, აღმოვაჩინეთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო. მალევე კემბრიჯი ხელშესახებ ოცნებად იქცა. თუმცა, მოსამზადებელი პერიოდი რთული და დატვირთული აღმოჩნდა. მაშინ, როცა ძალიან ვიღლებოდი, კემბრიჯის ფოტოების თვალიერებას ვიწყებდი მოტივაციის ასამაღლებლად... საბოლოოდ, შორეული მიზანი რეალობად იქცა, მაგრამ ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომამდე მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა ხდებოდა", — გვიყვება თაკო.
როგორც ამბობს, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ხელი შეუწყო მის პიროვნულ ზრდას და უფრო თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბებას.
"ხმაურიან და ხალხით სავსე ლონდონზე მეტად კემბრიჯი შემიყვარდა — მყუდრო და მწვანე ქალაქი, ულამაზესი არქიტექტურითა და ცხოვრების ზომიერი რიტმით… ამ ქალაქში ცხოვრების შემდეგ შეუძლებელია, პიროვნულად არ გაიზარდო და უფრო დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ ადამიანად ქცეული არ დაბრუნდე უკან", — გვიყვება თაკო.
სწორედ თავდაჯერება, მიზნებისადმი სწრაფვა და თავდაუზოგავი შრომა იქცა იმ მთავარ ბაზისად, რომელიც დაეხმარა მას, გაეკვლია გზა თბილისიდან კემბრიჯის საზაფხულო სკოლამდე.
ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ეცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას, ათვალიერებდნენ ქალაქებს, კოლეჯებს, კათედრალებსა თუ მუზეუმებს და სწავლობდნენ ინგლისურ ენას. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მიღებულ ცოდნასთან ერთად განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მასწავლებლების მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება აღმოჩნდა.
"ძირითადი განსხვავება ქართველ და უცხოელ მასწავლებლებს შორის, ალბათ, იუმორის გრძნობაა. საქართველოში ისინი ყოველთვის ძალიან სერიოზულები არიან, ეშინიათ უშუალო ურთიერთობების და სასაცილო ან ნაკლებად სასაცილო ხუმრობების თქმის. კემბრიჯში კი ყველაფერი პირიქითაა, აქ მასწავლებლები ყველაფერზე ხუმრობენ — იმაზე, თუ როგორ დაუვარდათ კალამი, როგორ დაუცვივდათ ფურცლები... — მათთვის ყველაფერი სახალისოა, ეს კი მათთან ურთიერთობას საინტერესო და სასიამოვნო პროცესად აქცევს", — გვიყვება თაკო.
საუბრისას კი აღნიშნავს, რომ ძალიან მარტივად გაიარა ადაპტაციის პროცესი და მრავალი კულტურული განსხვავების მიუხედავად, მალევე შეძლო გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა.
"ვფიქრობ, მთავარი ბარიერი, რომელიც უცხო ქვეყანაში ყოფნისას ჩნდება, ყოველთვის ენობრივია. როცა შენ გესმის და შენი ესმით, კულტურული განსხვავებები არანაირ პრობლემას არ ქმნის. შესაბამისად, ჩემთვის ადაპტაციის პროცესი ძალიან იოლი იყო. ბევრი განსხვავების მიუხედავად, უფრო მეტი საერთო აღმოვაჩინე და საბოლოოდ, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ორ კვირაზე ბევრად მეტი დრო გავატარე კემბრიჯში", — აღნიშნავს თაკო.
როგორც ის გვიყვება, მიუხედავად ცვლილებებისა, უცვლელი რჩება მისი მიზანი - საკუთარი მომავალი, გეგმები, სურვილები და ოცნებები ლიტერატურას დაუკავშიროს.
"ლიტერატურა ჩემთვის თვითგამოხატვის, აზროვნების და ცხოვრების ფორმაა, ამიტომაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ზუსტად ლიტერატურა იყო ის, რამაც ჩემს მეგობრებთან დამაკავშირა და უფრო მეტიც, ჩემი საუკეთესო მოგონებების დიდი ნაწილიც სწორედ მისი დამსახურებით შევიძინე. მოკლედ, რაც კარგია ჩემში თუ ჩემ გარშემო, სულ ლიტერატურის ბრალია. ამიტომ კითხვას, წერას და ლიტერატურაზე ლაპარაკს ვაპირებ მთელი ცხოვრება და იმედი მაქვს, ხელს არაფერი შემიშლის", — გვიყვება თაკო.
როგორც ამბობს, მისთვის ლიტერატურას არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ საზოგადოების განვითარების პროცესშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან მისი დახმარებით შესაძლებელი ხდება ადამიანების სიყვარულის და განსხვავებების მიმღებლობის სწავლა, რაც განვითარებული სოციუმის ჩამოყალიბებას განაპირობებს.
"შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ არ მენდომებოდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, რომლის წევრებიც მკითხველები არ არიან. კითხვა მხოლოდ კონკრეტული ტექსტის გაცნობას არ გულისხმობს, მიმღებლობას და განსხვავებების სიყვარულს გასწავლის, ხშირად სინდისის ხმადაც იქცევა და უკეთეს ადამიანად თუ ვერ გაქცევს, უკეთეს ადამიანზე წარმოდგენას მაინც გიქმნის. კინოც ძალიან მიყვარს და მუსიკაც, მაგრამ ლიტერატურა ჩაუნაცვლებელი და უალტერნატივო მგონია პიროვნებებისთვისაც და საზოგადოებებისთვისაც", — განმარტავს თაკო.
საბოლოოდ კი, ის ახალგაზრდებს ურჩევს, აუცილებლად იკითხონ ლიტერატურა. მომავალი პროფესიის არჩევის პროცესში კი საკუთარ თავს უსმინონ.
"მათთვის, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და აბარებს უნივერსიტეტში, მხოლოდ რამდენიმე რჩევა მაქვს. პირველ ყოვლისა, ვეტყოდი რომ აუცილებლად იკითხონ მხატვრული ლიტერატურა. შეუძლებელია, ვერ იპოვონ ისეთი ავტორი ან წიგნი, რომელიც ძალიან შეუყვარდებათ. ამიტომ, მთავარია, ეძებონ. ასევე ვურჩევდი, რომ მომავალი პროფესიის არჩევისას მხოლოდ საკუთარი უნარები, ინტერესები და სურვილები გაითვალისწინონ. ამ პროფესიების სწავლა მათ მოუწევთ და არა მათ კეთილისმსურველებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ უკეთ იციან, რისი სწავლა სჯობს და სად. საბოლოოდ კი, ვეტყოდი, არასოდეს თქვან უარი საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე შიშის გამო", — ამბობს თაკო.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.
საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.
-
ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
გადახედვა
-
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გადახედვა
-
ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს" ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
გადახედვა
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ 5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები