საქართველოს უდიები

7 Mar. 2023, 12:27

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, გულგრილად ვერ ვადევნებთ თვალს იმ პროცესებს, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ვითარდება.

ჩვენი ხალხის — უდიების მწარე ისტორიული გამოცდილება მუდამ გვახსენებს თავს და გვავალდებულებს ამ გამოცდილების მწარე გაკვეთილები ყველას გავუზიაროთ.

უდიების ისტორიულმა სამშობლომ — კავკასიის ალბანეთის (რანი და მოვაკანი) სახელმწიფომ არსებობა დაახლოებით მე-9 საუკუნეში შეწყვიტა, რამაც არაერთი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს შემდეგ საუკუნეებში. ამჟამად, კავკასიის ალბანელთა შთამომავლების — უდიების რიცხვი მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათას ადამიანს შეადგენს; გაქრობის საფრთხის წინაშეა ჩვენი ენა და არაერთი ტრადიცია.

არაერთმა წინდაუხედავმა ნაბიჯმა, გარე ძალების ზეწოლამ, მოკავშირეების სიმცირემ და სწორად ვერ შერჩევამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ჩვენს ისტორიულ სამშობლოში არსებული სახელმწიფოს ჩამოშლა გამოიწვია. ამის საფრთხე კი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ყოველთვის რეალურია.

ერთი საუკუნის წინ უდიების ნაწილმა თავის ახალ სამშობლოდ საქართველო აქცია. საქართველომ შეიკედლა ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხი და ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინა. უდიებმა შესანიშნავად ისწავლეს ქართული ენა, შექმნეს ოჯახები მოძმე ქართველებთან ერთად და მას შემდეგ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე უდიები, ერთგულად ემსახურებიან თავიანთ ახალ სამშობლოს.

გვსურს ჩვენი მწარე ისტორიული გამოცდილება გაკვეთილი იყოს ჩვენი ამჟამინდელი სამშობლოსთვის — საქართველოსთვის. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს იქნება დამანგრეველი შედეგების მომტანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
  2. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  3. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  4. MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია
  5. ელისაშვილი: შვილებს რომ შევხვდე, რამეს დავაშავებ? ღამე როგორ გძინავთ? რას მიკრძალავთ, შვილების მოფერებას? ნამუსი როგორ არ გაქვთ?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ენოტები თავსატეხებს უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამოც ხსნიან — კვლევა

ცნობილი ფაქტია, რომ ენოტებს ონავრობა ახასიათებთ. ახალი ნაშრომის ავტორებმა კიდევ ერთი "სფერო" აღმოაჩინეს, რომლითაც…