მამუკა მდინარაძე

6 Mar. 2023, 23:06

საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას ხვალ მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით. მის პიროვნებასთან, მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია და მთავარი ფაქტორი, გარდა მისი პიროვნული ასეთი დახასიათებისა, იყო ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ევრო რეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება. შესაბამისად, ამ ყველაზე წონადმა არგუმენტმა გადაძალა, ბუნებრივია, ასევე, მისმა პიროვნულმა თვისებებმა, მისმა პროფესიონალიზმმა, განვლილმა ცხოვრებამ, ასე ვთქვათ და საპარლამენტო უმრავლესობა, როგორც გითხარით, ნდობას გამოუცხადებს ლევან იოსელიანს.

განაცხადა მამუკა მდინარაძემ. იოსელიანს, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატად თავისივე პარტიამ დაასახელა, უკვე დაუჭირეს მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თქმით, Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებულ საქმეზე…