მამუკა მდინარაძე

2 Mar. 2023, 01:30

თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო. ეს სიტყვა თუ ასე გაშინებთ და გაშფოთებთ, აგერ, მე გეუბნებით, რომ მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით. ეს ნურავის ნუ შეგაშინებთ და ვის ინტერესებსაც მოემსახურებით, ნუ შეგრცხვებათ იმ ხალხის, თუნდაც, გავლენის აგენტობა.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში ისაუბრა. პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ