CRRC-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა, რომ დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდება შესაძლებელია
CRRC-საქართველომ ომის, რუსეთიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეების და საგარეო პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით, მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა ჩაატარა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შედეგები აჩვენებს, რომ რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერენ მხარს, თუმცა, გადაჭარბებული მოლოდინი არ აქვთ, რომ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.
- გარდა ამისა, მოსახლეობაში რუსეთისგან შემდგომი აგრესიული მოქმედებების მოლოდინია.
მეთოდოლოგია: CRRC-ის ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვა 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა.
- ჯამში გამოიკითხა 1 523 ზრდასრული (18 წლის და უფროსი) საქართველოს მოქალაქე.
- გამოკითხვაში გამოყენებულ შერჩევასა და მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებს შორის განსხვავებების კომპენსაციის მიზნით, ანგარიშში შეწონილი შედეგები გაანალიზეს.
- გარდა ამისა, გამოკითხვის ფარგლებში CRRC-საქართველომ რანდომიზებული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებში რესპონდენტების ერთმა ჯგუფმა მოისმინა ინფორმაცია, რომელიც უკრაინის წარმატებებს უსვამდა ხაზს, მეორემ — ინფორმაცია, რომელიც აქცენტს უკრაინის დანაკარგებზე აკეთებდა, მესამეს კი დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია.
- ავტორის განცხადებით, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი გავლენას ახდენს ზოგიერთი ჯგუფის განწყობაზე რუსეთთან კომპრომისის მიმართ.
- მათი თქმით, დანაკარგების შეტყობინებამ ყველაზე საგრძნობი ზეგავლენა იქონია სხვებზე უფრო პროდასავლურად განწყობილ ჯგუფებში, რომლებიც ამავდროულად ყველაზე ნაკლებად უჭერდნენ მხარს რუსეთთან რაიმე კომპრომისს.
დეტალები: კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მესამედზე მეტი ამბობს, რომ, ზოგადად, დათმობების მეშვეობით ომის თავიდან აცილება უკრაინაშიც შეიძლებოდა და საქართველოშიც დათმობაზე წასვლას რუსეთთან პოტენციური ომის არიდება შეუძლია.
- მაშინ, როცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დათმობები უკრაინას ომის თავიდან აცილებაში არ დაეხმარებოდა, მხოლოდ 22%-ს აქვს ანალოგიური მოსაზრება საქართველოს შესახებ.
- რესპონდენტთა დანარჩენი ნაწილი (დაახლოებით მეოთხედი) ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საფრთხე საერთოდ არ არსებობს.
CRRC აღნიშნავს, რომ უკრაინასა და საქართველოს მიერ ომის თავიდან არიდების შესახებ პასუხების მსგავსმა განაწილებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ადამიანები ორივე კითხვას ერთნაირად პასუხობენ.
- თუმცა, მათი შეფასებით, გამოკითხვის თანახმად, ეს მთლად ასე არ არის: მოსახლეობის მხოლოდ 21% ამბობს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლო/შეუძლია ომის თავიდან არიდება;
- 16% მიიჩნევს, რომ არც უკრაინას შეეძლო და არც საქართველოს შეუძლია ომის არიდება რუსეთთან დათმობებზე წასვლის გზით;
- მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდების შესაძლებლობებს სხვადასხვანაირად აფასებს საქართველოს და უკრაინის შემთხვევებში.
კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდამჭერებს უფრო მეტად სჯერათ როგორც იმის, რომ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან შესაძლო ომის თავიდან აცილება შეუძლია, ასევე იმის, რომ უკრაინას ომის არიდება შეეძლო.
- კვლევაში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები, პარტიებისადმი მიუმხრობლები, ქალაქების მოსახლეობა და შედარებით მაღალი განათლების მქონე პირები უფრო ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ვერანაირი დათმობა ვერ აარიდებს რუსეთთან პოტენციურ კონფლიქტს და ასევე ვერ აარიდებდა უკრაინას.
- გამოკითხულთაგან, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების
დაახლოებით ერთნაირი წილი თვლის, რომ ომი საქართველოში საერთოდ არ არის მოსალოდნელი.
გამოკითხულთაგან უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთთან კონფლიქტის არიდების მიზნით ქვეყნის ძირეული ინტერესების დათმობას.
- მკვლევრებმა ზოგადი დათმობის გარდა, ასევე დასვეს კითხვა სამი კონკრეტული დათმობის შესახებ, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს შემთხვევაში.
- შედეგების ნახვა შეგიძლიათ ფოტოზე.
მონაცემებმა აჩვენა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები უფრო მეტად არიან მზად, ომის თავიდან აცილების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია დათმონ, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობლები, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის შემთხვევაში.
- კვლევის მიხედვით, ქალებთან შედარებით, კაცები უფრო ხშირად ეთანხმებიან, რომ უკრაინას პროდასავლური ორიენტაცია უნდა დაეთმო, თუკი ამით ომს თავიდან აიცილებდა, თუმცა, საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განსხვავებები გენდერულ ჭრილში არ იკვეთება.
- გარდა ამისა, მონაცემების მიხედვით, ტერიტორიების დათმობას, როგორც შესაძლო კომპრომისს რუსეთთან, კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე პროდასავლური ორიენტაციის დათმობას, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ემთხვევაში.
ამასთან, უკრაინისა და საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის შესაძლო კომპრომისის მესამე და ყველაზე რადიკალური ვარიანტი, რომელიც გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს შესთავაზეს, დამოუკიდებლობის დათმობა და რუსეთთან ოფიციალურად შეერთებაა.
- კვლევის მიხედვით, როგორც ტერიტორიების ნაწილის დათმობის შემთხვევაში, ეს ვარიანტიც არაპოპულარულია: საქართველოს შემთხვევაში გამოკითხულთა 74%, ხოლო უკრაინის შემთხვევაში რესპონდენტთა 66% მსგავს კომპრომისს მიუღებლად მიიჩნევს.
- დამოუკიდებლობის დათმობის ფასად ომის თავიდან აცილება ყველაზე მიუღებელია ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თბილისის მოსახლეობისთვის და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებისთვის.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები