კელი დეგნანი

9 Feb. 2023, 15:40

საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო. ერთადერთი მსჯელობა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონია, არის ის, თუ რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული. ჩვენ ვაფასებთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო და ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესრულებას. ჩვენ არასდროს მოგვიხდენია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა ან რამე სხვა გაეკეთებინა.

აქ სასწორზე დევს უკრაინის უნარი დაიცვას საკუთარი იდენტობა, სუვერენიტეტი და ტერიტორია. ამერიკის შეერთებული შტატები კოორდინირებას უწევდა მხარდაჭერას, რომელიც დაეხმარებოდა უკრაინას თავისი იდენტობის, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, შეეტანათ წვლილი, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა.

ეს დეზინფორმაცია გავრცელებულია, მათ მიერ, ვინც ცდილობს ქართველების დაბნევას და ვინც ცდილობს ამ ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გახლეჩას, მათ მიერ, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველოს მეგობრებმა 30 წელი დახარჯეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ საქართველოს აეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც აქვს საკუთარი იდენტობა და სუვერენიტეტი. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს დაიცვას საკუთარი იდენტობა, ისევე როგორც ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ