კელი დეგნანი

2 Feb. 2023, 13:40

ამ ჩანაწერის დეტალები ზუსტად არ ვიცი, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან ბევრ ქართველს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით, მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესხმის სკოლებს, საავადმყოფოებს, აკეთებს იმას, რასაც, ასევე, აკეთებდა საქართველოში. ასე რომ, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება ამ ეტაპზე.

ასე უპასუხა აშშ-ის ელჩმა აბაშიძე-კარასინის გავრცელებულ ჩანაწერზე დასმულ კითხვას. ჩანაწერში, რომელიც გუშინ გავრცელდა, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ეუბნება, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო "კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით" და სურს, ისინი რეგულარული გახდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება

ქუთაისში ამ წუთებში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება. კვიცარიძემ ქობულეთის…