როჯერ უოტერსის აგური რუსული პროპაგანდის კედელზე
პინკ ფლოიდის ვარსკვლავმა, 79 წლის როჯერ უოტერსმა მიიღო რუსეთის მიწვევა და გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოვიდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შეხვედრას, რომელიც უკრაინაში ვითარების განსახილველად ოთხშაბათს გაიმართა, 15 ერის წარმომადგენელი ესწრებოდა, როტერსი კი რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს აჟღერებდა.
- პინკ ფლოიდის თანადამფუძნებელის პოლიტიკური შეხედულებები და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები ხშირად ხდება განკითხვის საგანი, რადგან მისი მუსიკა წლების განმავლობაში დიქტატურის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო.
- კონტრასტი განსაკუთრებით შესამჩნევია იმის ფონზე, რომ პინკ ფლოიდის წევრი, დევიდ გილმორი უკრაინის ღია მხარდამჭერია.
დეტალები: რუსეთის დელეგაციის მიერ მიწვეული უოტერსი ამტკიცებდა, რომ წარმოადგენს "დაახლოებით 4 მილიარდ ძმებსა და დებს" — კაცობრიობის უმრავლესობას.
- უოტერსმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა, თან უკრაინაში შეჭრაში რუსეთი და დასავლეთი დაადანაშაულა.
-
"რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრა უკანონო იყო. მე ამას უმკაცრესად ვგმობ", — თქვა მან, მაგრამ იქვე კრემლის ნარატივიც გაავრცელა.
-
"თუმცა, ამასთანავე, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ იყო არაპროვოცირებული, ამიტომ, მე ასევე უმკაცრესად ვგმობ პროვოკატორებს", — დასძინა მან.
- ეს ფრაზა საყურადღებოა, რადგან ომზე საუბრისას პროვოცირებას მხოლოდ კრემლი ახსენებს, თავისუფალი მსოფლიოს სხვა ლიდერები კი მუდმივად იმეორებენ, რომ რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული და გაუმართლებელია.
რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ უარყო უოტერსის ცნობა შეჭრის უკანონობაზე.
- თუმცა, ნებენზიამ უოტერსს "მოვლენების ძალიან ზუსტი ანალიზისთვის" კომპლიმენტი უთხრა და "თანამედროვე ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი" უწოდა.
უკრაინის ელჩმა, სერგი კისლიცამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ პინკ ფლოიდი საბჭოთა კავშირში 1979 წელს აიკრძალა ავღანეთში შეჭრის წინააღმდეგ პროტესტის გამო.
- "ირონიულია, თუ არა ფარისევლობა, რომ ბატონი უოტერსი ახლა ცდილობს გაათეთროს მორიგი შემოჭრა", — თქვა უკრაინელმა დიპლომატმა.
- "რა სამწუხაროა მისი ყოფილი თაყვანისმცემლებისთვის, როდესაც ხედავენ, რომ ის ირგებს კიდევ ერთი აგურის როლს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კედელზე", — დაამატა მან და შემსრულებელს თავისი ცნობილი კომპოზიცია შეახსენა.
- "განაგრძეთ გიტარაზე დაკვრა, მისტერ უოტერს, ეს უფრო გეხერხებათ, ვიდრე ლექციების წაკითხვა, თუ როგორ უნდა შეასრულოს უშიშროების საბჭომ თავისი საქმე", — დასძინა მან.
უოტერსის სხვა სადაო განცხადებები: 2022 წლის 8 აგვისტოს მუსიკოსმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ომის კრიმინალი უწოდა და ბრალი დასდო უკრაინაში ომის ხელის შეწყობასა და გაძლიერებაში.
- გაეროში გამოსვლამდე, მან ინტერვიუ მისცა Berliner Zeitung-ს, სადაც რუსეთის პრეზიდენტზე ისაუბრა და შეაქო კიდეც — განაცხადა, რომ დიქტატორული მმართველობის მქონე პუტინი "ფრთხილი მმართველია, რომელიც გადაწყვეტილებებს რუსეთის ფედერაციის მთავრობაში კონსენსუსის საფუძველზე იღებს".
- ამ წლის 4 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში კი თქვა, რომ დასავლეთი და უკრაინა პასუხისმგებელნი არიან რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე.
- როჯერ უოტერსი პოლონეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა უკრაინის ომის შესახებ მისი საკამათო შეხედულებების გამო.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები