ვოლოდიმირ ზელენსკი

22 Dec. 2022, 21:14

ვაშინგტონიდან ვბრუნდებით — კარგი შედეგებით მოვდივართ. რაღაცით, რაც ნამდვილად დაგვეხმარება.

როდესაც ვამბობთ "პატრიოტებს" უკრაინაში და აშშ-ში, თანაბრად ვგულისხმობთ სახელმწიფოსა და ხალხის დაცვას. ეს საკითხი უკრაინაში მოგვარებულია. არის ფინანსური მხარდაჭერაც.

ასევე არის სხვა შეთანხმებები — ამის შესახებ მოგვიანებით.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს დახმარებისთვის, საერთაშორისო ლიდერობისთვის და გამარჯვებისთვის.

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების კონგრესის — ორივე პალატის, ორივე მხარის, ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, ყველას, ვისაც გამარჯვება სურს ისევე, როგორც ჩვენ ყველა. გამარჯვება იქნება!

დიდება თითოეულ ჩვენს მეომარს! დიდება ყველას, ვინც იცავს ჩვენს სახელმწიფოს! ჩვენ უკრაინაში, დონბასში, ბახმუტში და სამხრეთში ის გადაწყვეტილებები მიგვაქვს, რომლებსაც ჩვენი თავდაცვის ძალები ელოდნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თქმით, Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებულ საქმეზე…