ვოლოდიმირ ზელენსკი

23 Dec. 2022, 23:02

ვემზადებით მომავალი თვეებისთვის და ზოგადად, მომავალი წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია: ჩვენი მიწის გათავისუფლება, უსაფრთხოება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის აღდგენა რუსული დარტყმების შემდეგ. ეს არის უკრაინის გამარჯვების კომპონენტები, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. [...]

ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ჩვენ ვემზადებით ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებების სხვადასხვა ვარიანტისთვის, ვხედავთ მის განზრახვებს და ჩვენ ვუპასუხებთ. [...]

დიდება ყველას, ვინც იცავს ჩვენს სახელმწიფოს! მადლობა ყველა პარტნიორს, ვინც გვეხმარება. ჩვენ ერთად მოვიპოვებთ ტირანიაზე გამარჯვებას.

გახსოვდეთ, ვინ იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ. სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შესაძლოა, კვლავ გააქტიურდნენ. ისინი ზიზღით იგდებენ ქრისტიანულ ღირებულებებს და ზოგადად, ნებისმიერ ღირებულებას. ამიტომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ საჰაერო თავდასხმის სიგნალები, დაეხმარეთ ერთმანეთს და ყოველთვის იზრუნეთ ერთმანეთზე.

რუსეთის მოქალაქეებს ნათლად უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი არასოდეს რჩება უპასუხოდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას

რუსეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.…