ლატვიამ ტელეკომპანია დოჟდს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა — რა მოხდა
ამის შესახებ ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ივარს აბოლინსმა განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთმა დამოუკიდებელი ტელეარხი დოჟდი "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადა და დაბლოკა;
- ივნისში ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიამ რუსეთი დატოვა და ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. ერთ თვეში არხმა მუშაობაც განაახლა.
მოგვიანებით, ლატვიის ხელისუფლებას მედიასაშუალების მიმართ რამდენიმე პრეტენზია გაუჩნდა;
- ქვეყნის მარეგულირებელმა დოჟდი 10 000 ევროთი დააჯარიმა რუკისთვის, რომელშიც ტელევიზიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში მონიშნა, რუსეთის არმიას კი "ჩვენი" უწოდა.
- ასევე, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც აჩენდა ეჭვს, რომ დოჟდი დახმარებას რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებს უწევდა.
- პირველ დეკემბერს მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა მაყურებლებს მოუწოდა, მობილიზაციის დროს არსებულ დარღვევებზე მათთვის ეცნობებინათ, რადგან ტელეარხს შეეძლო, აღჭურვილობით დახმარებოდნენ ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.
- მოგვიანებით მედიასაშუალებამ განმარტა, რომ გადაცემის ფრაგმენტი წამყვანის სიტყვებით რუსი სამხედროებისთვის "დახმარებაზე" წაშალეს, ჟურნალისტთან კი თანამშრომლობა შეწყვიტეს.
დეტალები: ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე".
- ეროვნული საბჭო დოჟდის დაბლოკვას YouTube-დანაც ითხოვს, რათა არხის შინაარსი ქვეყანაში საერთოდ აღარ იყოს ხელმისაწვდომი.
დოჟდის აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია სინდეევა მედუზასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ლატვიისგან ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო:
- "არ ვიყავი ამისთვის მზად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი [ლატვიის ხელისუფლება] ამას არ გააკეთებდნენ".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები