ინფორმაცია ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რანგში ბორის ჯონსონმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა ომის პირველივე დღეებიდან გამოუცხადა.

  • მასვე ეკუთვნის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გულისხმობდა.
  • ჯონსონი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტითაც არაერთხელ იმყოფებოდა;
  • მათ შორის, კიევს სტუმრობდა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, როცა მისი სახელი სიმამაცის ხეივანში ამოტვიფრეს.
  • "უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს, — ამბობდა ჯონსონი.

დეტალები: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრისთვის კიევის საპატიო მოქალაქის მინიჭების გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ დაამტკიცა.

  • "ბორისი არაერთხელ ეწვია უკრაინის დედაქალაქს — როგორც მშვიდობიან, ასევე, რუსი აგრესორის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა გააკეთა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიო ლიდერებმა უკრაინას საჭირო დახმარება გაუწიონ", — წერს კიევის მერი.