ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Ukrinform-თან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ასე ერმაკი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის პროგნოზითაც უკრაინული ძალები ყირიმში დაბრუნებას წლის ბოლომდე შეძლებენ, ხოლო ომი გაზაფხულზე დასრულდება.

  • ერმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით წარმატებებს მიაღწია, თუმცა ომი გრძელდება.

დეტალები: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

  • "რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ მე უფრო რეალისტური ვიქნები".
  • "არ ვარ მზად, ზუსტი დღე და დრო დავასახელო, როდის გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება".