ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა — დაიღუპა 32, დაშავდა — 700-ზე მეტი, ათასობით დაკარგულია
24 ივნისს, ვენესუელაში ორმა ძლიერმა მიწისძვრამ სულ მცირე 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 700-ზე მეტი დაშავდა. დედაქალაქ კარაკასსა და მის შემოგარენში ათობით შენობა ნანგრევებად იქცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, თავდაპირველად 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასიდან დასავლეთით, დაახლოებით 160 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო ერთ წუთზე ნაკლებ დროში მას 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა.
USGS-ის პროგნოზირების მოდელზე დაყრდნობით, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, ათასებს მიაღწევს და არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბოს.
ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ პირველადი მონაცემები არ მოიცავს ყველაზე მეტად დაზარალებულ ლა-გუაირას. ეს რეგიონი კარაკასის მახლობლად მდებარეობს და იქ განთავსებულია ქალაქის აეროპორტი, რომელიც ამჟამად დაკეტილია.
"ათობით შენობა ჩამოინგრა და ამ წუთებში ინტენსიური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა იმდენი სიცოცხლე გადავარჩინოთ, რამდენის უფლებასაც ღმერთი მოგვცემს. ეს ნამდვილი ტრაგედიაა. სამძიმარს ვუცხადებ და სოლიდარობას ვუდასტურებ იმ ოჯახებს, რომლებმაც ამ მძიმე წუთებში საყვარელი ადამიანები დაკარგეს," — განაცხადა როდრიგესმა სახელმწიფო ტელევიზიით.
ქვეყნის ოპოზიციის ლიდერებმა, რომელთა უმეტესობაც ვენესუელის ფარგლებს გარეთ იმყოფება, პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნეს დაკარგულთა საძიებო ვებგვერდი. ადგილობრივი დროით ღამის 2 საათისთვის ამ საიტზე უკვე 6 600-ზე მეტი ადამიანი ირიცხებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
ბევრი ვენესუელელი მიწისძვრის მომენტში სახლში იმყოფებოდა, რადგან ქვეყანაში ოფიციალური უქმე დღე იყო.
განმეორებითი ბიძგები ვენესუელის დედაქალაქში ხუთშაბათს, 25 ივნისს, გამთენიისასაც გრძელდებოდა.
დელსი როდრიგესის თქმით, ქვეყანა ამჟამად სრულად არის ფოკუსირებული სამაშველო ოპერაციებზე და უახლოეს საათებში სხვადასხვა ქვეყნიდან მაშველთა ჯგუფებს ელოდება. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ყველანაირად დაეხმაროს ვენესუელას ამ კატასტროფის დასაძლევად.
- ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი გახდა
- ნიკოლას მადურო: მე უდანაშაულო ვარ, მე წესიერი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ
- ტრამპი: მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ვენესუელიდან ვერტმფრენით გაიყვანეს
"ორი ძლიერი მიწისძვრა, რომელიც თავს დაატყდა ვენესუელელ ხალხს, მასშტაბურია და მას დამანგრეველი მსხვერპლი მოჰყვა," – განაცხადა ტრამპმა, რომლის ბრძანებითაც იანვარში, სპეცოპერაციის შედეგად, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები