თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის
ფოტო: თიბისი
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში უწყობს ხელს. ამ ხედვის ნაწილია საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბიც — ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიებით, მათემატიკითა და პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენას, შერჩევას და საერთაშორისო ასპარეზობებისთვის მათ მომზადებას.
ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ს და თიბისის ერთობლივი პროექტია, აერთიანებს მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, აძლევს მათ ცოდნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გამოცდილებას. თუ აქამდე საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა არც ისე ბევს მოსწავლეს შეეძლო, ჰაბი ამ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
გაიცანით ცოტნე ტაბიძე, რომლის ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თვითრწმენამ, ინტერესმა, შრომამ და გარემოს მხარდაჭერამ საერთაშორისო წარმატება მოუტანოდ ახალგაზრდას.
ცოტნეს ისტორია ბავშვობაში მათემატიკისადმი ინტერესით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, ანდრია რაზმაძის სახ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლისას პროგრამირებით გატაცებაში გადაიზარდა. ეროვნულ ოლიმპიადებზე არაერთი წარმატების შემდეგ, მეცხრე კლასში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და საერთო ჯამში, ინფორმატიკის და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოთხი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ინფორმატიკაში). განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი 2010 წელს მოპოვებული ოქროს მედალი იყო. რადგან ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი ოქრო იყო.
“როცა წლების განმავლობაში რთულ ამოცანებზე მუშაობ, მარცხდები, თავიდან ცდილობ, ნელ-ნელა უმჯობესდები და ბოლოს შედეგს აღწევ, გიყალიბდება თვითრწმენა, რომ საკმარისი მონდომებით და დისციპლინით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია“, — ამბობს ცოტნე ტაბიძე.
საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებებმა ცოტნეს გზა გაუხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლა MIT-ში განაგრძო. დღეს ის აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ტექ კომპანიაში მუშაობს. ცოტნეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას, შრომასა და შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაც სწორედ ესაა — მისცეს მსგავსი შესაძლებლობები საქართველოს უფრო მეტ მოსწავლეს ქვეყნის ყველა რეგიონში. ცოტნე თავის გზავნილშიც მომავალ ოლიმპიელებს ეუბნება: არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ, თითქოს ეს მხოლოდ ვიღაც განსაკუთრებულად ჭკვიანი ბავშვებისთვისაა.
დიდი წარმატებები ხშირად ინტერესით, აღმოჩენილი შესაძლებლობითა და საკუთარ თავში რწმენით იწყება. რადგან დასაწყისში შესაძლოა რთულად ჩანდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დაჯერებაა — რომ მონდომებით, ცოდნით, შეუპოვრობითა და გამბედაობით შეუძლებელიც შესაძლებელია.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები