პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან
"მზად ვართ, ჩვენ გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან", — ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას თქვა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სირიის იუსტიციის მინისტრი მაზხარ ალ ვაისი. ჟურნალისტმა სალიას ჰკითხა, რა საუბრები აქვს ქართულ ოცნებას სირიასთან იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა?
პაატა სალიამ განაცხადა, რომ სირიაში არის ახალი ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს მზადყოფნა, განიხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.
"იქ არის ახალი ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს მზადყოფნა, რომ განიხილოს აღნიშნული საკითხი [საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება] და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები ამ ქვეყანასთან [სირიასთან], ვინაიდან წლების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, როგორც ხალხებს შორის, ასევე იყო ბიზნეს ურთიერთობა, იყო პოლიტიკური ურთიერთობა. თუმცა, იმ ნაბიჯმა, რაც გადადგა ასადის ხელისუფლებამ, ეს ყველაფერი ჩიხში შეიყვანა და მოგვიწია დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა.
იმასაც გეტყვით, რომ დავაფიქსირე ჩემი, როგორც პირადად ერთი ადამიანის პოზიცია, არა მარტო როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის და მინისტრის — მე თავად ვარ აფხაზეთიდან წამოსული, მე ვიცი რა არის ომი, მე ვიცი რა არის დევნილობა და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემთვის, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი იყო, ჩემთვის პერსონალური, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ამას და, რა თქმა უნდა, ორივე ჭრილში — პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივ ჭრილში ვისაუბრე ამაზე და ასევე ვისაუბრე, როგორც ერთმა მოქალაქემ.
მე დავინახე მზაობა, რომ განვიხილოთ [საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხი]. მან ბრძანა, რომ ისინი არიან გარდამავალ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საკითხია და, პირველი, მათთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დააკომპლექტონ და შექმნან და, რა თქმა უნდა, ამაზე მზადყოფნა გამოხატა, მინისტრმა", — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.
ცნობილია, რომ სირიას აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და არ აღაირებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები