გიორგი გაბიტაშვილი: ჩემი სანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ის, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს
"ჩემი სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის, რომ მეკავოს გენერალური აუდიტორის თანამდებობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", — ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ანგარიშს წარადგენდა. მისი თქმით, სანქცირება "არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს".
"ჩემი სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ეს არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ასე რომ, ის, რომ მეკავოს გენერალური აუდიტორის თანამდებობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
მე სანქცირებული ვიყავი, როდესაც პარლამენტმა მხარი დამიჭირა, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ნდობა ჩემს მიმართ და იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ", — თქვა გაბიტაშვილმა.
მანამდე მან უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს უწყებამ სულ 44 აუდიტი ჩაატარა:
- 26 — შესაბამისობის;
- 10 — ეფექტიანობის;
- 5 — ფინანსური (აქედან 1 უპირობო მოსაზრებით შეფასდა, 3 — პირობითით, ხოლო 1 — უარყოფითით);
- 3 — უწყებათაშორისი შესაბამისობის.
ჩატარებული ფინანსური შემოწმებებით უწყებამ 28.5 მილიარდ ლარზე მეტი დაფარა, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 95%-ს შეადგენს.
2025 წლის აუდიტორული შემოწმებების შედეგად ჯამში 36.5 მილიონი ლარის მოცულობის დარღვევები გამოვლინდა. გენერალური აუდიტორის განცხადებით, ეს ნაკლოვანებები სისტემურ ხასიათს ატარებს და ძირითადად უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებს, აქტივების მართვასა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან, არაეკონომიურ ან არამიზნობრივ ხარჯვას.
ამასთანავე, გაცემული რეკომენდაციების წყალობით, ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხები დაბრუნდა, დაიზოგა ან დამატებითი შემოსავლების სახით მობილიზდა სულ 11.8 მილიონი ლარი.
"სამსახურის მიერ ჩატარებული, რეალურ დროში აუდიტის ფარგლებში განხორციელებული შესწავლის შედეგად, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო, 9.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი შეწყდა. შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური გამოყენება", — აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.
მაღალი რისკის შემცველი გარემოებების გამოვლენის გამო, შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო პროკურატურას 17 აუდიტის მასალები გადაეგზავნა, რომელთა ჯამური თანხა 80 მილიონ ლარს შეადგენს. პროკურატურამ 4 მასალა უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს დაურთო, ხოლო 13 შემთხვევაზე ახალი გამოძიება დაიწყო.
საქმიანობის ანგარიში ასევე მოიცავდა ინფორმაციას უწყების შიდა მმართველობის გაძლიერების, ფინანსების მართვის, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და მთავარ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები