რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა?
"გაცნობებთ, რომ 2026 წლის 20 ივლისიდან იცვლება საბარათე მომსახურების ტარიფები/პირობები და საზღვარგარეთ გადარიცხვის საკომისიო", — ამ შინაარსის SMS-ები გუშინ TBC ბანკის მომხმარებლებმა მიიღეს.
ადვოკატ აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, ეს ყველაფერი საბოლოოდ სუპერმარკეტებში სურსათის ფასებზე აისახება და მომხმარებელზე აისახება.
"ბანკებმა გუშინ დააგზავნეს ე.წ. გამაფრთხილებელი SMS-ები და მთელს საქართველოს ამცნეს საბანკო მომსახურების, მათ შორის ფულის გადარიცხვის გაძვირების შესახებ", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილი წერს, რომ ეს ნიშნავს შემდეგს: "ქართულ კომპანიებს, იმპორტიორებს, ბიზნესებს უძვირდებათ ნედლეული, წარმოება, დისტრიბუცია, მიწოდება. ეს სიძვირე სუპერმარკეტებმა უნდა ასახონ დახლებზე და გაძვირებული ფასით უნდა შეიძინოს მომხმარებელმა, ანუ ჩვენ!"
რომელმა ბანკებმა გაზარდეს საბანკო მომსახურება და რა გავლენა შეიძლება იქიონიოს ამან ფასების ზრდაზე? — ამის გასარკვევად NEWS.On.ge "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელს, გიორგი კეპულაძეს დაუკავშირდა.
გიორგი კეპულაძემ გვითხრა, რომ მხოლოდ TBC ბანკიდან მიიღო მსგავსი შეტყობინება, ცვლილება ეხება უცხოურ ვალუტაში გადარიცხვებს და ბანკომატიდან თანხის განაღდებას, თუმცა ეს ბაზარზე მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის.
"მხოლოდ TBC ბანკიდან მომივიდა sms. ცვლილება ეხება ორივეს — უცხოურ ვალუტაში გადარიცხვებს და ბანკომატიდან თანხის განაღდებას, თან თუ სახელფასო სქემაში არ ხარ ჩართული, რაღაც ერთეული შემთხვევებია... ეს მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის ბაზარზე, ამას ფასების ზრდას ვერ დავაბრალებთ იმიტომ, რომ რეგულარულად ვინმეს უცხოურ ვალუტაში იმდენი შემოსავალი არ აქვს, რომ სულ გადარიცხვები სჭირდებოდეს და ბანკომატიდან თანხის განაღდება. ვისაც დიდი თანხა გამოაქვს მაინცდამაინც ხშირად ბანკომატიდან უცხოურ ვალუტაში, იმისთვის საკომისიო შეიცვლება. ეს ასევე, დიდი ალბათობით, შეთანხმებულია ეროვნულ ბანკთან", — გვითხრა გიორგი კეპულაძემ და დაამატა, რომ სხვა ბანკისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია.
NEWS.On.ge-სთან საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილმა საკუთარ განცხადებაზე კომენტირებისას ისიც თქვა, რომ კომერციული ბანკები "თანხვედრად საქმიანობენ" და "რახან TBC-იმ გააძვირა მომსახურების ტარიფები, შესაბამისად, სხვა ბანკებიც გააძვირებენ".
ცნობისათვის, გუშინ, 18 ივნისს, TBC ბანკმა დააგზავნა მომხმარებლებთან ტექსტური შეტყობინებები იმის შესახებ, რომ 20 ივლისიდან იცვლება საბარათე მომსახურების პირობები, ასევე იზრდება ტარიფები და ფილიალის არხით უცხოურ ვალუტაში შესრულებული საერთაშორისო გადარიცხვების საკომისიო.
რის შემდეგაც თიბისის სადებეტო ბარათებზე თიბისის ბანკომატიდან უცხოურ ვალუტაში განაღდების საკომისიო განისაზღვრება: 0.6%, მინიმუმ 0.6 ერთეული შესაბამის ვალუტაში.
ცვლილება არ ვრცელდება: მოსწავლის ბარათებზე, სახელფასო პროექტში ჩართულ ბარათებზე, WM ბარათებზე, Space ბარათებზე, ბიზნეს ბარათებზე და შემდეგ ნაკრებში ჩართულ ბარათებზე: თიბისი კონცეპტ 360, თიბისი კონცეპტი, თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები, თიბისი კონცეპტის პრემიუმ ნაკრები, თიბისი კონცეპტი 360 ნაკრები და ნაკრები 10.
ამასთან, ფილიალიდან შესაძლებელია მხოლოდ “თანხის გარანტირებული” (OUR) საერთაშორისო გადარიცხვის შესრულება, რომლის მომსახურების საკომისიო განისაზღვრება: 0.4%, მინ 35 USD/EUR მაქს 500 USD/EUR;
ცვლილება არ ვრცელდება დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით შესრულებულ საერთაშორისო გადარიცხვის ოპერაციებზე, პირადი ბანკირის მიერ შესრულებულ სავალუტო გადარიცხვებსა და ფილიალებში, კონცეპტის სივრციდან შესრულებულ სავალუტო გადარიცხვებზე.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები