ირაკლი ზარქუა

18 Oct. 2022, 13:32

ტრაგედია რაც მოხდა მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე, ესენი არიან ადამიანის ტრაგედიებზე მონადირეები. ხაბეიშვილი არის იმ პარტიის სახე, რომელსაც მიაჩვია თავისმა ბელადმა, რომ თვითონ, თავი რომ გადაერჩინა იმ წამსვე დასრულებული არ იყო, მთელი 100 კაცი უნდა დაეკავებინა, მტყუან-მართალი ჩაეგდო ციხეში. ეს იყო ამათი [ენმ] სტანდარტი, ეს იყო ამათი მაგალითი. 

გამოძიება მიმდინარეობს ბატონებო. ის ვინც არის დამნაშავე და ვინც გამოიკვეთება — გამოძიება, პროკურატურა, ყველა ჩართულია. ყველა ვნახავთ. ამის შემდეგ, შესაძლებლობა გვექნება ამ ტონალობაში ვილაპარაკოთ. მანამდე, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის მარაზმი. არ მინდა კიდევ ამ ტონალობას გავცდე, რადგან ოჯახს ვცემ პატივს და მგონია, რომ რაც არ უნდა ვთქვა ახლა აქ, უფრო მეტ დრამატიზირებას შეიტანს ამ პროცესში.

ტრაგედიაა, ამას ყველა ვაღიარებთ უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა. კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხირული ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში. ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ რაღაცნაირად ეს გაანეიტრალოთ — არ გამოგივათ. სწორედ მაგის დემონსტრირება იყო, რაც თქვენ გააკეთეთ, ამ ტრაგედიის ფონზე მერიასთან რომ მიაგზავნეთ ის ბავშვები, 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ, აი ეს არის თქვენი სახე. იმიტომ რომ ხალხი არ დაგიდგათ გვერდში. ხალხმა იცის, ის რაც მოხდა, არის ტრაგედია. ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია. ამას გრძნობს ხალხი და ამიტომაცაა, რომ ხელმოცარულები დადიხართ, მათ შორის პოლიტიკურად. 

პოლიტიკურ მოუსავლეთში ხართ და რამენაირად თქვენს ამომრჩეველს გინდათ, რომ ეს მუხტი გაუღვიძოთ. არ გამოგდით, იმიტომ, რომ არასწორად დგახართ, უსამართლოთ დგახართ, არასწორ არგუმენტებზე დგახართ და ყოველთვის იქნებით პოლიტიკურად მჩაჩანაკებული. ტრაგედიებზე მონადირეები ხართ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო სექტორი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს და მის გადადგომას ითხოვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…