ირაკლი ზარქუა

7 Oct. 2022, 13:31

უკრაინას რატომ უნდა გადაეცეს, ვერ გავიგე [...] თუ ეს აუცილებლობაა, კი ბატონო, არის შესაბამისი ტექნოლოგიები განვითარებული, რომ პირდაპირ ჩართონ და დაკითხონ. პრობლემა არ არის.

მით უმეტეს, თუ ვამბობთ რომ სუსტად არის და რაღაცა, არ შევაწუხოთ ის ადამიანი. იქ არის კლინიკაში, სადაც მკურნალობს, გადის რეაბილიტაციას, ასე რომ, მე მგონია, რომ არ უნდა შევაწუხოთ. თვითონ პატიმრისთვის, მსჯავრდადებულისთვის, იქნება ცუდი.

სუსტად არისო, ხომ ამბობენ, ხომ ამტკიცებენ და ახლა ტრანსპორტირება უკრაინაში, თან იქ ომი და უბედურება ხდება და უსაფრთხოებაზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? 

ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე დასმულ შეკითხვას. გუშინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლომ, დაკითხვის მიზნით, სააკაშვილის კიევში ჩაყვანის განკარგულება გასცა. არხის ინფორმაციით, საქმე ექსპრეზიდენტის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების ისტორიას ეხება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…