ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
ფოტო: VOA
ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიუ-იორკში აღნიშნეს. საქართველოს გენერალური საკონსულოს და გაეროში მუდმივმოქმედი მისიების წარმომადგენლებმა "Bohemian National Hall"-ში უცხოელ დიპლომატებს და ქართველ იმიგრანტებს უმასპინძლეს. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
ქართული მრავალხმოვანება "Bohemian National Hall"-ში ისმოდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ იმიგრანტებისგან დაარსებულმა ქართულ-ამერიკულმა ჯგუფმა "ზეკარმა" ამერიკის სახელმწიფო ჰიმნიც შეასრულა. ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლისთავს, გაეროში გაწევრიანების 25-ე წლის იუბილეც დაემთხვა, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ უცხოელ კოლეგებთან ერთად აღნიშნეს.
გაეროს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე იხსენებს 25 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა:
"92 წელს საქართველო გაეროს ოჯახს შეუერთდა. მართლაც მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი. თავის დროზე,საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაც მაშინ არსებობდა, ერთა ლიგამ ვერ შეძლო ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვა. დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აქვს უკვე ეს ფუნქცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უკვე ამ ორგანიზაციის ფარგლებში არის აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე წევრი, რომელიც, არ ეთანხმება არც საერთაშორისო სამართალს და არც ლოგიკას, მთავარი ის არის რომ ეს დიდი თანამეგობრობა ცალსახად დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად . ამიტომ ეს 25 წლისთავიც სიმბოლური არის. 25 წლის წინ ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, როცა უცბად, მოულოდნელად დაიშალა საბჭოთა კავშირი. ყველა ელოდა, მაგრამ არ იცოდა როდის. როცა გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა, იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, როცა თითოეული ჩვენგანი მუშაობდა იმაზე, რომ ეღიარებინათ ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო."
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 26 წლის შემდეგ საქართველო მსოფლიო რუქაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა მისალმებაში სტუმრებს საქართველოს ისტორიული და კულტურული წარსულის შესახებ უამბო:
"დიდი გული გვაქვს, გახსნილები ვართ ყველასთვის, ყველა მეგობარი გვიყვარს, სტრატეგიული პარტნიორი გვიყვარს და ძალიან გვიხარია რომ ამდენი ადამიანი მოვიდა დღეს, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ეს დღესასწაული. უფრო მეტი ადამიანი მოვიდა წელს და ყოველწლიურად მატულობს იმ ადამიანთან რიცხვი, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ამ თარიღს."
უცხოელი ელჩები და სამხედრო პირები მიღებაზე ქართველ კოლეგებს და იმიგრანტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდნენ.
გაეროში უკრაინის მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელის ვოლოდიმირ ილჩენკოს მილოცვა უკრაინულ და ინგლისურ ენებზე:
"იდღეგრეძელე საქართველო! პირველ ივნისს გაეროში საქართველოს რეზოლუციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ. ეჭვგარეშეა რომ ასე იქნება."
მეტტ ლემპინენ, სამხედრო ატაშე ფინეთის მისიიდან:
"ჩვენს მხარდაჭერას თქვენი ქვეყნის წინაშე გაეროშიც დავაფიქსირებთ. ვიცი რომ პრობლემები გაქვთ, მაგრამ ყველა ქვეყანა რაღაც გამოწვევის წინაშეა ახლა. როგორც სამხედრო პირს, მსურს, რომ ეს პრობლემები უფრო პოლიტიკურად მოგვარდეს."
საქართველოს, მეგობარი ქვეყნების გარდა გულშემატკივრები მედიიდანაც ჰყავს. გაეროს პრეს-კლუბის კორესპონდენტს, ჯორჯ ალან ბაუმგარტენს 2008 წლის მოვლენები ახსოვს და საქართველოს მშვიდობას უსურვებს:
"2008 წლის მოვლენების დროს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, აქ ვიყავი. მინდა საქარველოს სიმშვიდე და გაერთიანება ვუსურვო და ეს ორი ნაწილი-სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისევ თქვენთან ვიხილოთ. რუსეთი ტოტალიტარული, დამპყრობელი ქვეყანაა, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და საქართველოში, მიიტაცა ტერიტორიები."
საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველ წლებში ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანა წარმატებებს 20-25 წლის განმავლობაში მიაღწევდა. როდესაც საქართველოს მომავალზე მსჯელობდნენ, მას ადარებდნენ წარმატებულ ევროპულ ქვეყნებს. ფიქრობდნენ, რომ 20-25 წლის შემდეგ იქნებოდა წელგამართული, ფინანსურად ძლიერი და ეკონომიკურად მყარი ქვეყანა, სადაც "ცხოვრებაც უკეთესი" გახდებოდა.
არის კი ცხოვრება უკეთესი 25 წლის შემდეგ? მსახიობი ხათუნა იოსელიანი, მისი ძმა საშკა იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას აფხაზეთის ომში შეეწირა, ამბობს, რომ ჩვენ ყველას მაინც ისევ უკეთესი გვინდა:
"მთავარი ის არის, რომ მე იმედი მაქვს, შენც ალბათ, რომ ოდესმე ფეხზე დადგება ჩვენი ქვეყანა, როგორც ამერიკა დგას."
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები