ელენე ხოშტარია

23 Nov. 2024, 18:51

"ხვალ საღამოს, 21:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად ვიყოთ და მოვემზადოთ 25 რიცხვისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სადაც და როგორც არ უნდა შეიკრიბონ, „ქართული ოცნება“ არის მარტო. დარჩებიან მარტო, იქ არცერთი დიპლომატი და პოლიტიკოსი არ იქნება, ისინი სრულ იზოლაციაში იქნებიან. ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მათი შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას, არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ!

ჩვენ ვართ ბევრად მეტნი, ამიტომ მნიშვნელოვანია მანქანებითა და ფეხით მსვლელობა, ღამე დარჩენა და 25 რიცხვში იმის თქმა, რომ საქართველო არის ეს და არა იქ შეკრებილი თვითმარქვია რაღაც პატარა ჯგუფი".

ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  3. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს

"ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს რბილად რომ…