თავისუფლება და ინოვაცია — რა გზა გაიარა Ganjina Dessert Shop-მა იდეიდან დესერტების მოყვარულთა გულებამდე
ფოტო: Bolt Food
გარდა იმისა, რომ Bolt Food დროული მიტანის სერვისია, მათი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდონ გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტი, სწორედ ამიტომ, რჩეული გემოების სერიის ფარგლებში, Bolt Food უფრო დიდ აუდიტორიას აცნობს რესტორნებს გამორჩეული კერძებითა და საინტერესო შექმნის ისტორიით.
დესერტების მოყვარულებმა კარგად იციან, თუ რამდენად რთულია ისეთი საკონდიტროს აღმოჩენა, რომელიც მომხმარებლებს განსხვავებულ გემოებს, თუმცა უცვლელ ხარისხს სთავაზობს. სწორედ ასეთია „განჯინას საკონდიტრო“, რომელმაც დონატებით, დარიჩინის ფუნთუშებით, განსხვავებული დიზაინის ტორტებითა და სხვა დესერტებით შეგვაყვარა თავი.
„განჯინას“ მიზნების მიღწევასა და წარმატებებში დიდ როლს ასრულებს ხელმისაწვდომობა. სოფოს თქმით, Bolt Food-თან თანამშრომლობით, მანძილი პრობლემას აღარ წარმოადგენს და უფრო მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, “განჯინას” უგემრიელესი დესერტები დააგემოვნოს და შეიყვაროს.
როგორ გაჩნდა „განჯინას საკონდიტროს“ გახსნის იდეა, რა გზა გაიარა იდეიდან დესერტების მოყვარულთა გულებამდე და როგორია საკონდიტროს სამომავლო გეგმები – ამ თემებზე „განჯინას საკონდიტროს“ დამფუძნებელსა და კონდიტერს, სოფო ჩიქოვანს გავესაუბრეთ.
სოფო გვიყვება, რომ გახსნის დღიდან დღემდე განჯინამ უდიდესი გზა გაიარა. თავიდან მომხმარებლებს პასკებს სთავაზობდნენ, პანდემიის პერიოდში კი სოფომ ღუმელი იყიდა და ტკბილეულის სახლში ცხობა და პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო. დარიჩინის ფუნთუშებმა და ორცხობილებმა მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც ე.წ. ბენტოს ტორტების იდეა გაჩნდა. ბენტოს ტორტების წყალობით, ბრენდი ძალიან პოპულარული გახდა და სოფომაც გადაწყვიტა, რომ კონდიტერიისთვის ხელი უფრო სერიოზულად მოეკიდა.
„თავიდან განჯინა იყო სახლის საკონდიტრო და ონლაინ მაღაზია, სადაც მხოლოდ დარიჩინის ფუნთუშები და ორცხობილები ცხვებოდა. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ბენტოს ტორტები, რადგან მაშინ საქართველოში ამას არავინ ამზადებდა. ტორტების დახმარებით, ბრენდი ძალიან პოპულარული გახდა და მივხვდით, რომ უფრო პროფესიონალური მიდგომა იყო საჭირო. ამის გამო ბარსელონაში კონდიტერიის შესასწავლად გავემგზავრე, დავბრუნდი და ფალიაშვილის ქუჩაზე პირველი ფიზიკური სივრცე გავხსენით. როცა მივხვდით, რომ ‘განჯინას’ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა და სივრცე აღარ გვყოფნიდა, აბაშიძის ქუჩაზე უფრო დიდი ფართი ვიქირავეთ და ახლაც იქ ვიმყოფებით“, – იხსენებს სოფო.
ფოტო: Bolt Food
თავისუფლება, ინოვაცია, ახალგაზრდული ხასიათი – ეს იმ ღირებულებების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ბრენდი განსაკუთრებულად ამაყობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „განჯინაში“ შეზღუდვები არ არსებობს, რადგან აქ ყველას ინდივიდუალურად უდგებიან და ნებისმიერი მომხმარებლის ფანტაზიას უდიდესი გასაქანი აქვს.
„ჩვენ ვართ თავისუფალი, ახალგაზრდული, კონცეპტუალური ბრენდი. ვამსხვრევთ სტერეოტიპებს და არ ვერგებით გარკვეულ ჩარჩოებს, რომლებიც არსებობს საკონდიტრო სამყაროში საქართველოში. თითოეული შეკვეთისას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ადამიანის ინდივიდუალურობას, მისი ხასიათის შტრიხებს და ამას ჩვენს პროდუქტში გამოვხატავთ“, – ამბობს სოფო.
სოფოს აზრით, ბაზარზე სიახლეების შემოტანა ბრენდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც:
„განჯინა არის კარადა, სადაც ადრე ბებიები და ბაბუები ინახავდნენ მურაბებს, ჯემებსა და რეცეპტებს. ჩვენი კონცეფციაც იმას გულისხმობს, რომ ყოველდღიურად განჯინიდან ახალი რეცეპტი უნდა გამოვიღოთ და დავტესტოთ“.
„განჯინას“ გახსნის დღიდან სოფომ უამრავი გაკვეთილი ისწავლა, რომლებსაც საკონდიტრო სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და ახალგაზრდებს უზიარებს.
„ყველაზე მთავარი, რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ ნებისმიერი შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია, მთავარია, არ დანებდე და ხელი არ ჩაიქნიო, რადგან სირთულეები ყოველთვის იარსებებს. ამ სფეროში კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, მომხმარებელთან შეცდომა დაუშვა, მაგრამ კარგი კომუნიკაციით შეცდომაც გამოასწორო და მომხმარებელი კიდევ უფრო კმაყოფილი დატოვო.
ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც სტარტაპის დაწყებაზე ფიქრობენ, მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის აქვს აზრი შრომას და არდანებებას და ყველაფერი შეიძლება გამოგივიდეს, თუ მოინდომებ“, – ამბობს სოფო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფო და მისი გუნდი „განჯინას“ საქართველოსა და ევროპის მასშტაბით გაფართოებას გეგმავენ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს საკონდიტრო, რომელიც თბილისში უკვე ბევრმა შეიყვარა.
რჩეული გემოების სერიის რესტორნებს Bolt Food-ის აპლიკაციაში შეხვდებით. გადმოწერეთ აპლიკაცია და დააგემოვნეთ ქალაქის განსაკუთრებული კერძები.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები