როგორ ამარტივებს გადახდების პროცესს Keepz-ი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით
ფოტო: საქართველოს ბანკი
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესებს ინოვაციური შესაძლებლობა - სტანდარტიზებული და უსაფრთხო API სერვისები - გაუზიარა. ეს სერვისები საქართველოს ღია ბანკინგის რეგულაციის სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა და ბიზნესებს საკუთარ ციფრულ პლატფორმაში ფინანსური სერვისების ინტეგრაცია გაუმარტივა. ამ ცვლილების შედგად, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა გაუჩნდათ, მიიღონ და გააანალიზონ საბანკო მონაცემები, რაც მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული და უსაფრთხო საფინანსო პროდუქტის ჩამოყალიბებასა და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში დაეხმარება.
ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა Keepz-მა და სერვისისა თუ პროდუქტის მიმწოდებლებს, რომლებსაც არ აქვთ ტერმინალი ან ონლაინ გადახდის სერვისები, შემოსავალზე წვდომა გაუმარტივა. 2 წლის წინ შექმნილმა ფინტექ კომპანიამ ამ და სხვა სეგმენტს ბარათით გადახდების მიღება QR ტერმინალით შესთავაზა.
ამ სტატიაში Keepz-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე საუბრობს, თუ როგორ განვითარდა კომპანია, რა როლი შეასრულა ამ პროცესში საქართველოს ბანკის API სერვისებმა და ღია ბანკინგის სტანდარტებმა და რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები.
Keepz-ის ძირითადი პროდუქტი QR ტერმინალია. ესაა დაბეჭდილი QR კოდი, რომელიც მოვაჭრის სივრცეშია განთავსებული, მომხმარებელს კი შეუძლია, დასკანერებით თანხა მომენტალურად, მოვაჭრის ანგარიშზე ჩარიცხოს. გადახდა ყველა მეთოდითაა შესაძლებელი - Apple Pay-ით, Google Pay-ით, კრიპტო აქტივის გამოყენებით და ახლა უკვე მობილური საბანკო აპლიკაციებითაც, რადგან Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო.
გარდა ფიზიკური QR ტერმინალისა, Keepz-ის ჩაშენება შესაძლებელია ელექტრონულ კომერციაში. ერთი ინტეგრაცია, ამ შემთხვევაშიც, გადახდის ყველა მეთოდს აერთიანებს. შესაძლებელია დისტანციური გადახდა ლინკის გაზიარებით, სამადლობელის დატოვება და სხვა.
Keepz-ში როგორც საბარათე გადახდების, ასევე ანგარიშზე გადარიცხვისთვის საქართველოს ბანკის API-ებს იყენებენ.
API სერვისის დახმარებით შესაძლებელია გადახდების ინიცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი საკუთარი ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე თანხას მხოლოდ QR კოდის დასკანერებით რიცხავს. მას არ სჭირდება ანგარიშის ნომრის, მიმღების დასახელების ან სხვა პირადი მონაცემის შეყვანა, უბრალოდ ასკანერებს QR კოდს, API-ის მეშვეობით კი გადადის ბანკის გადარიცხვის გვერდზე, სადაც მხოლოდ ტრანზაქციას ადასტურებს. ყველა დანარჩენი ველი ავტომატურადაა შევსებული. პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე, მომხმარებლის მიერ რუტინულ სამუშაოზე დახარჯული დრო იზოგება და სამომხმარებლო გამოცდილებაც უმჯობესდება.
„ჩვენ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას, ცალსახად, დადებითად ვაფასებთ. ბანკთან რამდენიმე სერვისის ჭრილში ვართ ინტეგრირებულები და თამამად ვამბობთ, რომ საქართველოს ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი პარტნიორი, რომლის სერვისებითაც Keepz -მა ბაზარზე ოპერირების დაწყება შეძლო“.
აღსანიშნავია, რომ Keepz-თან უკვე 12 ათასზე მეტი ბიზნესი თუ მცირე მეწარმე თანამშრომლობს. კომპანია კი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
„ბაზარზე პოზიციონირება მცირე და საშუალო ბიზნესებთან თანამშრომლობით დავიწყეთ, დღეს კი QR ტერმინალს დიდ, ქსელურ ობიექტებშიც შეხვდებით, როგორებიცაა, მაგალითად, „ჯიპისი“, „ბიბლუსი“, „სკა“ „ალკორიუმი“ და სხვა. ახალ საფეხურზე გადასვლა ბუნებრივი და თანმიმდევრული პროცესია. პროდუქტი, თავისი ტექნიკური მახასიათებლებით უკვე მზადაა, სრული დაფარვით, დიდ მასშტაბებზე იმუშაოს“, - აღნიშნავს გიორგი მარიამიძე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს: „მომავალში ახალი პროდუქტების დამატებას ვაპირებთ, როგორებიცაა, მაგალითად, ციფრული პოს ტერმინალი და მობილური საფულე, რითაც კიდევ უფრო გავაიაფებთ ჩვენს პროდუქტებს და გავამარტივებთ გადახდის პროცესს. Keepz-ს სხვა კომპანიებისგან ისიც გამოარჩევს, რომ მას, ვინც გადახდას ახორციელებს, არ ჭირდება იყოს Keepz-ის მომხმარებელი ან გადმოწეროს ჩვენი აპლიკაცია. Keepz-ის QR-ით გადახდა შესაძლებელია Apple Pay/Google Pay ელექტრონული საფულეებით, კრიპტო საფულით, ბარათის მონაცემის შეყვანით და ბანკების მობაილ აპლიკაციებით”.
ახლა კომპანიის გეგმებში პროდუქტის განვითარება, შემდგომში კი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა. Keepz-მა უკვე გააფორმა შეთანხმებები რეგიონის რამდენიმე კომპანიასთან. ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვისა და გადახდის სისტემების გაუმჯობესების ფონზე კი კომპანიის ერთ-ერთი მიზანი რეგიონული მოთამაშის სახელის დამკვიდრებაა.
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
კომენტარები