ირაკლი კუპრაძე

23 Nov. 2024, 17:55

"მანდატების ერთობლივ დათმობასთან დაკავშირებული დათქმა გამოხატავს ერთობას და ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის, რომ სწორად აღიქვან გადაწყვეტილებების სისწრაფე და მეორე, მკაფიოობა, პრინციპულობა, რომ უკან დახევას არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ კოალიცია, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად აისახა საქართველოს პარლამენტში.

რაც შეეხება დაფინანსებას ან იმ ბენეფიტებს, რომელიც მოჰყვება საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, ჩვენ ამაზე უარი გვაქვს ნათქვამი თავის დროზე, 2020 წელს და არც ახლა არ შეგვეშინდება რაიმე ტიპის ბენეფიტებზე უარის თქმა, მაშინ, როცა აქეთ მხარეს დგას ღირსება, სიმართლე.

25 ნოემბერს, პირველ საპარლამენტო სხდომას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ დაესწრება, არ დაესწრება, მათ შორის, არც ერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია და არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსიდან ელჩები, რომლებიც თითქოსდა არ მიიწვია პაპუაშვილმა, სინამდვილეში, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დიპლომატიური კორპუსიდან არავინ არ აპირებდა მისვლას". 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…