ჟირაფები ყველაზე მაღალი ცხოველები არიან დედამიწაზე, მათი გრძელი კისერი და საკულტო ყავისფერი ლაქები ყველასთვისაა ცნობილი.

თუმცა, აფრიკის სავანებში ჟირაფის პოპულაცია მკვეთრად მცირდება — იმდენად, რომ აშშ-ის მთავრობა ამ არსებების გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების სიაში დამატებას გეგმავს.

ამერიკელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი ბრაკონიერებს ხელს შეუშლის და ჟირაფები მეტად დაცულები იქნებიან.

"ეს ხელს შეუწყობს მოწყვლადი სახეობების დაცვას", — თქვა ველური ბუნების დამცველმა, მართა უილიამსმა განცხადებაში.

ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის იურიდიულმა დირექტორმა, ტანია სანერიბმა შეაქო ეს გადაწყვეტილება: "სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ჟირაფის ტყავს სხვადასხვა პროდუქციის დასამზადებლად იყენებენ. მსგავსი რეგულაციებით ამის კონტროლი მოხდება", — თქვა სანერიბმა.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის თანახმად, ჟირაფების რიცხვი მხოლოდ 1985 წლიდან 2015 წლამდე, 150 000-იდან 98 000-მდე შემცირდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია ჰაბიტატის დაკარგვის, სწრაფი ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილებით.

საგანგაშოა დასავლეთ აფრიკის, კორდოფანის და ნუბიის ჟირაფების სტატისტიკაც: კვლევების თანახმად ამ ჟირაფების პოპულაცია 77%-ით შემცირდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.