ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგური

22 Nov. 2024, 22:10

"პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ როდის დაწერთ განცხადებას, როდის ჩახსნით სიებს... ეს ეჭვები არის ეჭვები.

როდის გავაკეთებთ ამას, დაგვიტოვეთ იმის უფლება, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებზე და საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვისთანაც ვართ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში. უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ არ შევალ პარლამენტში-თქო და უკვე ერთი და იგივე შეურაცხმყოფელიც კი არის. მე დამიჭრია ეს მანდატი და გადამიყრია ხალხში, მქონდა ასეთ რამ ბიოგრაფიაში, 2008 წელს.

როდესაც ოპოზიციურ პარტიას მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ, ეს პოლიტიკური მექანიზმი შეიძლება გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ის, რომ ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე. წინ არის ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლის პროცესი. ვამბობთ, რომ არ შევალთ, ხელფასებს არ ავიღებთ.

ნება მოგვეცით, ეს უკიდურესი ნაბიჯი გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით ყველაზე მიზანშეწონილად, საჭიროდ. არავინ აპირებს პოლიტიკური თვითმკვლელობის ჩადენას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიპლომატიურ გუნდთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის…