რუსული სისასტიკის კვალი გათავისუფლებულ რეგიონებში
მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი გაათავისუფლა, კიდევ ერთხელ ცხადად დავინახეთ კრემლის სისასტიკე. მასობრივი საფლავები, მოკლული ბავშვები, ნაწამები და დასახიჩრებული ცხედრები, გაძარცვული მოსახლეობა და განადგურებული ინფრასტრუქტურა — ამას ტოვებენ რუსი ჯარისკაცები ყველგან, სადაც მიდიან.
Meduza-მ შეაგროვა კადრები, რომლებიც რუსების ნაოხარს ასახავს. გამოცემა წერს, რომ ამ სურათების ნახვა ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია.
"რუსული ინტერვენციის დაწყებიდან ყოველ დღე მედუზას რედაქტორები ირჩევენ ომის წინა დღეს გადაღებულ მთავარ კადრებს. ეს სურათები შეიცავს სისასტიკის, ძალადობისა და სიკვდილის სცენებს, მაგრამ მათი უმეტესობა არ არის მოთავსებული სპეციალური ფირფიტის ქვეშ, რომლითაც რედაქტორები ჩვეულებრივ მალავენ ასეთ სურათებს. ამ ფოტოისტორიაში ჩვენ ვცდილობთ ომის დოკუმენტირებას ისე, როგორიც ის არის", — აცხადებენ რედაქციაში.
წამების საკნები
ევგენი მალოლეტკა უკრაინელი ფოტოგრაფია, რომელიც Associated Press-ისთვის მუშაობს. მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ გადაღებული მისი ფოტოები ომის ერთ-ერთი მთავარი კადრები გახდა. სექტემბერში მალოლეტკა და AP-ის კორესპონდენტები გათავისუფლებულ იზიუმში გაემგზავრნენ. ქალაქში მათ იპოვეს ათი ადგილი (მათ შორის, პოლიციის განყოფილება და ორი სკოლა), სადაც რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს აწამებდნენ.
პოლიციის განყოფილების სარდაფი.
სარდაფში წამების საკნებისკენ მიმავალი კარი.
წამებას გადარჩენილი მიკოლა მოსიაკინი.
თეფში სარდაფიდან, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ჰყავდათ
გარდა ამისა, წამების საკნების ფოტოებს ავრცელებს უკრაინსკა პრავდაც. მათი ცნობით, ოთახები, რომლებიც რუს სამხედროებს უკრაინელებისთვის ჰქონდათ მოწყობილი, ხარკოვის ოლქშიც აღმოაჩინეს.
"სახლში მინდა" — წარწერა კედელზე.
გათავისუფლებული ლიმანი
დონეცკის ოლქის ქალაქის განთავისუფლების შესახებ 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ალყის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით" რუსული ჯარები გაიყვანეს ლიმანიდან "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე".
ომამდე ქალაქში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. რუსულმა ჯარებმა ის ზაფხულის დასაწყისში დაიპყრეს.
ლიმანის მკვიდრი აგროვებს წყალს დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის გვერდით.
უკრაინელი ჯარისკაცები და რუსი სამხედროების ცხედრები.
უკრაინელი ჯარისკაცი ლიმანში.
უკრაინელი ჯარისკაცები ტყეში თმას იჭრიან.
განადგურებული ხიდები აღმოსავლეთ უკრაინაში
Meduza-ს ფოტოსერიაში მოხვდა განადგრუებული ინფრასტრუქტურის კადრებიც. მაგალითად, ამ ფოტოზე ჩანს უკრაინელი სამხედროები კუპიანსკში, მდინარე ოსკოლზე გადებულ ხიდზე, რომელიც დაბომბვის შედეგად დაზიანდა. ქალაქი, რომელიც ომის პირველ დღეებში რუსეთის ჯარებმა დაიპყრეს, 10 სექტემბერს გაათავისუფლეს.
კომენტარები