ილონ მასკს Twitter-ზე ისტორიასა და უკრაინის მხარდაჭერას ასწავლიან
Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის ტვიტს არაერთი გამოხმაურება მოყვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბიზნესმენმა ტვიტერზე გამოკითხვები ჩაატარა "უკრაინა-რუსეთის მშვიდობაზე", ყირიმისა და დონბასის რუსეთთან მიერთებასა და ხელახალი რეფერენდუმის საჭიროებაზე.
- პასუხად კი Twitter-ზე კრიტიკული გამოხმაურებები და უკრაინის ოფიციალური პირების პასუხი მიიღო.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხო გამოკითხვაც კი ჩაატარა: "რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ: 1. რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. 2. რომელიც მხარს უჭერს რუსეთს".
გამოხმაურებები: ბიზნესმენს ურჩიეს არ ჩარეულიყო პოლიტიკაში. ეს ქმედება კი შეაფასეს, როგორც "მორალური იდიოტიზმი", კრემლის პროპაგანდის გამეორება და უკრაინის გამბედაობისა და თავგანწირვის ღალატი.
- "ეს არის ყირიმის ვიკიპედიაზე რამდენიმე წუთის დათვალიერება პუტინის სისხლიანი ომის ამჟამინდელი საშინელი რეალობის შესახებ", — დაწერა გარი კასპაროვმა.
- კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კი იხუმრა და თქვა, რომ რადგან მასკი მოლაპარაკებებში ჩაერთო, მან გადაწყვიტა მანქანების ბიზნესი დაიწყოს.
- "ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს ბორბლები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან ბორბლების კანონიერ მფლობელად, მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ამას ორივემ მხარი დაუჭირა. უბრალოდ ვამბობ", — წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.
- ბიზნესმენს ტვიტის ჩასწორებული ვერსიაც დაუდეს კომენტარებში.
გარდა ამისა, მასკის ტვიტზე აკომენტარებენ უკრაინის ოფიციალური პირებიც. მათი თქმით, ზოგიერთისთვის მარტივია უკრაინის ტერიტორიებზე საუბარი, როდესაც ეს მათ არ ეხებათ.
- "ამის შემდეგ რუსეთმა უნდა დაიბრუნოს ალასკა. ადრე რუსული იყო და პუტინს უყვარს "რუსული მიწების შეგროვება". ასე რომ, ცხადია, შეერთებულმა შტატებმა უნდა დააბრუნოს, სანამ რუსეთი მათ ომს გამოუცხადებს", — წერს გერაშენკო.
- "ეს მხოლოდ ტერიტორიას არ ეხება! ეს ადამიანებზეა! საუბარია უკრაინული ენის, კულტურის გენოციდზე! რაც შენთვის მშვიდობაა, მათთვის დანგრეული ცხოვრებაა. საუბარია იმაზე, რომ ახალ ჰიტლერს მისცეს საშუალება! არ მჯერა, რომ ეს დაწერე!"
- მასკს ახსენებენ იმასაც, რომ 90-იან წლებში არჩევნებზე მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა სწორედ დამოუკიდებლობას მისცა და არა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა კი მასკს უკეთესი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა:
- "უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს. ანექსირებული ყირიმის ჩათვლით;
- რუსეთი ექვემდებარება დემილიტარიზაციას და ვეღარ ემუქრება სხვებს;
- ომის დამნაშავეები გადაეცემიან საერთაშორისო ტრიბუნალს".
- ამის გარდა მან კომენტარიც დაუწრა მასკს და უთხრა, რომ ფსევდო რეფერენდუმებისთვის გარკვეული ლეგიტიმაციის მიცემაც კი არასწორი გზაა.
- "TESLA ნამდვილად კარგი მანქანაა, მაგრამ დღეს HIMARS მირჩევნია".
კრიტიკის შემდეგ, ილონ მასკმა ზელენსკის ტვიტზე კომენტარი დაწერა და თქვა, რომ კვლავ ძალიან უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ "ომის მასიური ესკალაცია დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინას და, შესაძლოა, მსოფლიოს".
- მან დაწერა ისიც, რომ უკრაინაში Starlink-ის ჩართვისა და მხარდაჭერისთვის SpaceX-ის ჯიბიდან საფასური ჯერჯერობით 80 მილიონი დოლარია.
- "ჩვენი მხარდაჭერა რუსეთისთვის არის $0. ცხადია, ჩვენ უკრაინის მომხრე ვართ".
- თუმცა მასკი ამტკიცებს, რომ უკრაინის გამარჯვება ტოტალურ ომში ნაკლებად სავარაუდოა. "თუ ზრუნავთ უკრაინის ხალხზე, ეძიეთ მშვიდობა", — დაწერა მან.
- ამ განცხადებებს, უკრაინის რადას თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ იმედი აქვს, რომ ამ სიტყვების მიღმა უბრალოდ ილუზიაა და არა ბიზნესი ან პოლიტიკა.
რუსეთი: მასკის ტვიტით კმაყოფილი იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
- "მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდების მინიჭება", — დაწერა მან.
ტვიტერის მომხმარებლებიც ეხმაურებიან მასკს, მას რუსეთის ინტერესებისა და პროპაგანდის გატარებაში ადანაშაულებენ და სხვადასხვა ფოტოს აქვეყნებენ:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები