სამხარაძემ CNN-თან რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე ისაუბრა — რა თქვა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ CNN-თან თქვა, რომ საზღვრის საკითხი "მორალურ დილემას წარმოადგენს".
რატომ არის მნიშვნელოვანი: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა — მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, საზღვრებთან და აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგებია.
- ნაწილი საქართველოში გამოქცევას ცდილობს — ლარსის გამშვები პუნქტთან რამდენიმე დღეა დაახლოებით 13-15-კილომეტრიანი საცობებია;
- ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გადმომსვლელთა მაჩვენებელმა, წინა დღეებთან შედარებით 40-45%-ით მოიმატა.
სამხარაძის თქმით, გასული კვირის განმავლობაში 60 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში და აღნიშნა, რომ მათგან მინიმუმ 40% ეთნიკური ქართველია, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ.
- "ჩვენ არ შეგვიძლია საზღვრის ჩაკეტვა, რადგან ეს პუტინისთვის სასარგებლო იქნება, რადგან მას სურს ამ ხალხის მობილიზაცია და უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა";
- აღნიშნა ისიც, რომ ეს მძიმე ტვირთი იქნება ქვეყნის სოციალური სტრუქტურისთვის და ასევე ქვეყნის ბიუჯეტისთვის;
- როგორც სამხარაძე ამბობს, საქართველოს, შესაძლოა, გადახედოს ჰუმანიტარულ ნიადაგზე რუსეთის მოქალაქეების მიღების პოლიტიკას, თუ ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება;
- CNN-თან თქვა ისიც, რომ მისი ქვეყანაში ამ დროისთვის ბევრი იძულებით გადაადგილებული ადამიანია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ასევე უკრაინიდან და ბელარუსიიდან.
რიცხვებში: შსს-მ 27 სექტემბერს გამოაქვეყნა მონაცემები. მობილიზაციის ამოქმედებამდე, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:
- 17 სექტემბერს: 6 986 — 7 406;
- 18 სექტემბერს: 6 606 — 6 743;
- 19 სექტემბერს: 6 411 — 6 782;
- 20 სექტემბერს: 5 603 — 6 199 პირმა.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მონაცემები გაზრდილია. მაგალითად, 21 სექტემბერს რუსეთიდან საზღვარი გადმოკვეთა 6 402-მა და გადაკვეთა 6 011-მა პირმა. დანარჩენ დღეებში შემოსულთა და გასულთა სტატისტიკა ასეთია:
- 22 სექტემბერს: 6 150 — 6 050;
- 23 სექტემბერს: 9 307 — 6 214;
- 24სექტემბერს: 9 330 — 6 249;
- 25 სექტემბერს: 11 143 — 5 519;
- 26 სექტემბერს: 10 804 — 4 947.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები