ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის მოქალაქეებს მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ოკუპანტს სხვისი მიწების მიტაცების სურვილი წაართვა, არის აუკრძალო მის მოქალაქეებს დასავლეთის ქვეყნებში ჩასვლა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Washington Post-თან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს გასცემს, მაგრამ ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა.
- ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის.
- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთმა კრემლს სანქციები დაუწესა, რუსეთმა კი კანონები გაამკაცრა. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის ბევრმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.
ზელენსკი ამბობს, რომ ნებისმიერი რუსეთის მოქალაქე უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად მათ აირჩიეს.
- აღნიშნავს იმასაც, რომ ყველაზე ეფექტური რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვა იქნება, თუნდაც 1 წლით მაინც, "რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ".
- "ისინი იტყვიან: "ამ ომს ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. მთელი მოსახლეობა არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, არა?" შეიძლება! მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და არ ებრძვიან, არ ეკამათებიან.
უკვე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ლატვიამ.
- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ 31 ივლისს ამბობდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზა უნდა აიკრძალოს.
ლატვიის გარდა, ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი ამბობს, რომ არასწორია, როცა რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად შესვლა შეუძლიათ.
- "არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს სასტიკ და აგრესიულ ომს ევროპაში, რუსებს შეუძლიათ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, იმოგზაურონ ევროპაში, იყვნენ ტურისტები".
The Washington Post წერს, რომ ზოგიერთი კრიტიკულად უყურებს ამ პროცესს, მათი თქმით, ეს უსამართლო გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დატოვა რუსეთი, რადგან ისინი არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობას და მის გადაწყვეტილებას თავს დასხმოდა უკრაინას.
- ზელენსკიმ კი გამოცემასთან თქვა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს — "აიძულეთ ისინი, წავიდნენ".
რა ხდება საქართველოში: ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ითხოვს, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეს.
- პასუხად მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ეს შოვინიზმი და ქსენოფობიაა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები