5 მიზეზი, თუ რატომ მოქმედებს მოწესრიგებული სახლი ჩვენს განწყობაზე დადებითად
ფოტო: Pinterest
ალბათ, აქამდეც შეგინიშნავს, რომ სახლის დალაგებასთან ერთად თითქოს დიდ ტვირთს იშორებ და თავს შედარებით უკეთ გრძნობ. ეს შეგრძნება მოჩვენებითი არ არის, რადგან მოწესრიგებულ სახლსა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირზე კვლევები უკვე არსებობს. ასე რომ, თუ შენი მენტალური პრობლემების მიზეზს კარგად ვერ ხვდები, სახლის დალაგება ამ მდგომარეობის გაანალიზებისა და შემსუბუქებისთვის შესაძლოა, სწორი ნაბიჯი აღმოჩნდეს.
რთული სამუშაო დღეებისა თუ სხვა მიზეზების გამო, სახლში პატარა არეულობა თითქმის ყველასთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ სტატიაში კი იმ 5 მიზეზზე გესაუბრებით, თუ რატომ მოქმედებს მოწესრიგებული სახლი ჩვენს განწყობაზე დადებითად. თუ ამაზე ჯერ არ გიფიქრია, მაგრამ გარკვეული მოსაზრებები გაქვს, შეგიძლია, სტატიის მეშვეობით მეტი გაიგო.
1. მოწესრიგებული სახლი სოციალიზაციისკენ გიბიძგებს
პირდაპირი კავშირის დანახვა სუფთა სახლსა და სოციალიზაციას შორის ცოტა ბუნდოვანია, თუმცა თუ კარგად დაფიქრდები, როცა სახლი მოწესრიგებულია, სტუმრების დაპატიჟება უფრო თამამად შეგიძლია. ალბათ, სტუმრის დაპატიჟებაზე მოუწესრიგებელი სახლის გამო უარი ერთხელ მაინც გითქვამს და საღამოს მარტო დარჩენილხარ. სუფთა სახლი კი ამ ბარიერს ხსნის და დიდი შანსია, მეტი საინტერესო ადამიანი გაიცნო.
2. სუფთა სახლში თავს უფრო მშვიდად გრძნობ
არეულ სახლში ცხოვრებისას, სხვადასხვა ნივთისა თუ ტანსაცმლის პოვნა ხშირად ძალიან რთულია. ეს პროცესი დროსაც გვაკარგვინებს და გაღიზიანებასაც იწვევს. ეს ყველაფერი კი შფოთვას ზრდის და ადამიანი ნელ-ნელა სიმშვიდეს კარგავს. ასე რომ, თუ სიმშვიდის განცდა შენთვის პრიორიტეტულია, სახლის მოწესრიგება არ დაიზარო. შედეგად, არც არეული სახლის შეგაწუხებს და უფრო ორგანიზებულიც გახდები.
3. სხვა პასუხისმგებლობებზე უკეთ ფოკუსირდები
ზოგჯერ ადამიანები სახლის მოწესრიგებას ვერ ახერხებენ, რადგან სხვა საქმეების შესრულება უფრო პრიორიტეტულია. რეალურად კი, როცა არეულ გარემოში გიწევს მუშაობა, ამან სტრესი და დაძაბულობა კიდევ უფრო შეიძლება გაამძაფროს და დაკისრებულ ვალდებულებაზეც უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ, თუ სუფთა სახლის შენარჩუნებას შეძლებ, ეს სხვა პასუხისმგებლობების შესრულებაშიც დაგეხმარება და ნაკლებად სტრესულ გარემოში მოგიწევს ცხოვრება.
4. დალაგება ერთგვარი თერაპიაა
დასუფთავება მოწესრიგებული სახლის გარდა ადამიანს კონტროლის გრძნობას უბრუნებს. დასუფთავებულ სახლში ზუსტად იცი, რომელი ნივთი სად არის და ეს ზოგადად ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაზეც აისახება. ორგანიზებული სივრცე გეხმარება, რომ მარტივი საქმეებიც კი დაგეგმო და ყველა დეტალი აკონტროლო. ზოგს კი სახლისთვის ახალი იერსახის მიცემაც ეხმარება, რისთვისაც ავეჯის განლაგება შეგიძლია შეცვალო.
5. შეგიძლია, ეკომეგობრული საწმენდი საშუალებები გამოიყენო
საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა ყველასთვის პრიორიტეტულია. თუმცა ვიცით, რომ საწმენდი საშუალებების უმეტესობა ისეთ ქიმურ ელემენტებს შეიცავს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგრამ დღეს არსებობს ალტერნატივა — ეკომეგობრული საწმენდი საშუალებები, რომლითაც საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობასაც დაიცავ და ბუნებასაც გაუფრთხილდები. სახლის დასუფთავებისას სწორედ ასეთი საშუალებების გამოყენება შეგიძლია, რითაც საკუთარ თავზეც და გარემოზეც ერთდროულად იზრუნებ.
სტატიას წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან: fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55-წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.
fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია Grüne Kraft არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. Grüne Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკოსერთიფიკატს - EU Ecolabel.
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები