10 ცნობილი სიმღერა, რომელზეც შეიძლება არ იცოდი, რომ პირველად ევროვიზიაზე შესრულდა
ევროვიზია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო სანახაობაა, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონამდე ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს. კონკურსის ისტორია ექვს ათწლეულზე მეტს ითვლის, ამ ხნის განმავლობაში კი ევროფესტივალზე ათასობით სიმღერა შესრულდა. როგორც ალბათ იცით, ევროვიზიაზე მხოლოდ ორიგინალური სიმღერები მონაწილეობს, შესაბამისად, ბევრი კომპოზიციის წარმატება სწორედ ამ კონკურსის სცენაზე დაიწყო. შეიძლება არც იცოდეთ, რომ არაერთი ცნობილი სიმღერა თავდაპირველად ევროვიზიაზე შესრულდა.
აი, მაგალითად...
1. Nel Blu Dipinto Di Blu
სიმღერის სახელი თუ ჯერ არ გეცნოთ, გეტყვით, რომ ეს სწორედ ის "ვოლარეა", რომლის მისამღერიც ყველამ ზეპირად ვიცით. კომპოზიციის ორიგინალური ვერსია ჯერ კიდევ 1958 წელს შეასრულა იტალიელმა მომღერალმა დომენიკო მოდუნიომ. მოდუნიომ ამ სიმღერით კონკურსი ვერ მოიგო — მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა — თუმცა, ვოლარე ალბათ ევროვიზიის ყველა დროის ყველაზე წარმატებული სიმღერა გახდა.
1959 წელს პირველად გამართულ გრემის დაჯილდოებაზე სიმღერამ ორ ნომინაციაში მიიღო პრიზი; იგი დღემდე ერთადერთი არაინგლისურენოვანი კომპოზიციაა, რომელმაც ამხელა წარმატებას მიაღწია. მისი ვერსიები ჩაწერეს კლიფ რიჩარდმა, დევიდ ბოუიმ, ჯიფსი კინგმა და სხვა ცნობილმა შემსრულებლებმა.
2. L'amour Est Bleu
ამ სიმღერასაც კვლავაც სხვა ვერსიამ გაუთქვა სახელი. კომპოზიცია, რომელიც პირველად 1967 წლის ევროვიზიაზე ლუქსემბურგის სახელით შეასრულა ვიკი ლეანდროსმა, მსოფლიოში ფრანგი მუსიკოსის, პოლ მარიას, ინსტრუმენტული ვერსიით გაიცნეს. ეს ვერსია არაერთი ქვეყნის ჩარტების სათავეში მოხვდა, მათ შორის, აშშ-ის Billboard Hot 100-შიც. სხვათა შორის, მოდუნიოს მსგავსად, ევროვიზიაზე ამ სიმღერით ვერც ლეანდროსმა გაიმარჯვა — მან მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა, 5 წლის შემდეგ მომღერალმა ლუქსემბურგს კონკურსზე გამარჯვება მაინც მოუტანა.
3. Waterloo
ეს სიმღერაც და მისი შემსრულებელი ჯგუფიც, ეჭვგარეშეა, კარგად იცით. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ, რომ ლეგენდარულმა შვედურმა პოპჯგუფმა ABBA-მ კომპოზიცია პირველად 1974 წლის ევროვიზიაზე შეასრულა და გაიმარჯვა კიდეც. მეტიც — ეს ტრიუმფი ბენდისთვის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც მისი პოპულარობა თვალშისაცემად გაიზარდა. Waterloo ევროვიზიის ფანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერაცაა. კონკურსის 50 წლის საიუბილეო კონცერტზე ის ევროვიზიის ყველა დროის საუკეთესო სიმღერადაც დაასახელეს.
4. Ding-a-dong
ABBA-ის გამარჯვებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ევროვიზია უკვე ნიდერლანდურმა ჯგუფმა Teach In-მა მოიგო სიმღერით Ding-a-dong. სიმღერის განსხვავებული ვერსიები ჩაწერეს რამდენიმე ქვეყანაში, თავად კომპოზიცია კი ბევრი ქვეყნის ჩარტებში წამყვან პოზიციებზე მოხვდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, სიმღერაც და ჯგუფიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა კავშირში.
5. Diva
აი, კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც მსმენელთა ნაწილი სხვა მომღერლისგან იცნობს. ზოგიერთმა დივა მხოლოდ ფილიპ კირკოროვის ვერსიით მოისმინა და არც იცის, რომ სიმღერა პირველად ისრაელელმა მომღერალმა, დანა ინტერნეიშენალმა, შეასრულა. ჟან-პოლ გოტიეს კაბაში გამოწყობილმა დანამ ამ სიმღერით 1998 წლის ევროვიზიაც მოიგო და კონკურსის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამარჯვებულად იქცა. ამის მიზეზი მხოლოდ კომპოზიცია არ ყოფილა — დანა კონკურსის პირველი ტრანსგენდერი გამარჯვებული იყო, რითაც განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების ხილვადობას შეუწყო ხელი.
6. Hard Rock Hallelujah
ფინური როკჯგუფი Lordi 2000-იან წლებში მთელმა მსოფლიომ გაიცნო. თუმცა, ბევრმა ასევე არ იცის, რომ ბენდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა Hard Rock Hallelujah ევროვიზიის გამარჯვებულია. 2006 წლის ევროფესტივალზე ფინეთის მონაწილეობა ტრიუმფით სწორედ ამ სიმღერის დამსახურებით დამთავრდა — ეს დღემდე რჩება ქვეყნის ერთადერთ გამარჯვებად კონკურსზე.
სხვათა შორის, ევროვიზიაზე გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჯგუფმა სიმღერა მშობლიურ ჰელსინკიში შეასრულა 80 ათას ადამიანთან ერთად, რითაც მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, როგორც ყველაზე მასშტაბურმა კარაოკემ.
7. Dancing Lasha Tumbai
Lordi-ის გამარჯვების მომდევნო წელს, როცა კონკურსს ფინეთი მასპინძლობდა, ყველა ევროფანს ერთადერთი რამ აინტერესებდა — რას ნიშნავდა უკრაინის წარმომადგენელი დრეგშემსრულებლის, ვერკა სერდუჩკას, სიმღერაში ფრაზა Lasha Tumbai. შეკითხვას პასუხი, საბოლოოდ, 15 წლის შემდეგ გაეცა, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვერკამ ამ ფრაზის ნაცვლად Russia Goodbye ("ნახვამდის, რუსეთო") პირველად იმღერა.
ვერკამ ევროვიზია ვერ მოიგო — სიმღერამ კონკურსის ფინალში მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, შემსრულებელიც და კომპოზიციაც ევროფესტივალის კლასიკად იქცა. ის კი არა, რამდენიმე წლის წინ სიმღერა ცნობილი სერიალის, Killing Eve-ის, ერთ-ერთ სერიაშიც გააჟღერეს.
8. Fairytale
წარმოშობით ბელარუსი მომღერლის, ალექსანდრ რიბაკის, სიმღერამ, რომელიც მან განუყრელი ვიოლინოს თანხლებით შეასრულა, 2009 წელს ნორვეგიას ევროვიზიაზე მესამე გამარჯვება მოუტანა. 387 ქულით რიბაკმა მაშინ კონკურსზე რეკორდიც დაამყარა. კომპოზიცია აღმოჩნდა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ჩარტების საუკეთესო ათეულშიც. ამასთან, რამდენიმეგან Fairytale-მა ოქროს და პლატინის სტატუსები მიიღო.
9. Euphoria
ევროვიზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა უდავოდ ლორინს ეკუთვნის. Euphoria-მ 2012 წელს შვედეთს გამარჯვება მოუტანა, თანაც, რეკორდული მაჩვენებლით — 18 მონაწილე ქვეყნისგან მიღებული უმაღლესი შეფასებით. თუმცა, უმაღლესი შეფასებები სიმღერას არც კონკურსის შემდეგ მოჰკლებია — კომპოზიციამ მთელი წლის განმავლობაში არნახული კომერციული წარმატება ნახა და 10-გზის მიიღო პლატინის სტატუსი. ჯამში, Euphoria 16 ქვეყნის ჩარტების ლიდერი გახდა. 2010-იან წლებში კი სიმღერის ორიგინალური ვერსია თუ რემიქსი არაერთ კლუბსა და სავაჭრო ცენტრში ისმოდა.
10. Arcade
ევროვიზიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა ბოლო წლებში დანკან ლორენსის Arcade არის. 2019 წლის ევროფესტივალზე სიმღერამ, რომელიც ლორენსმა თავადვე დაწერა, ნიდერლანდებს 44 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოუტანა.
თუმცა, Arcade-ის გლობალური წარმატება მაშინ დაიწყო, როცა სიმღერის ნაწყვეტი ტიკტოკზე 2020 წელს ტრენდული "საუნდი" გახდა. მას შემდეგ კომპოზიცია სპოტიფაიზე ევროვიზიის ყველაზე პოპულარული სიმღერად იქცა — ამ დროისათვის პლატფორმაზე მას 760 მილიონზე მეტი "სტრიმი" აქვს.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები