რა მოთხოვნები აქვს ევროკომისიას საქართველოსთან
დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის არა სტატუსის, არამედ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც ქვეყანამ კანდიდატობის მიღებამდე უნდა შეასრულოს, მათ შორის, ერთ-ერთია "დეოლიგარქიზაციის" განხორციელება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პირობებში ის მიზეზებია, რის გამოც საქართველომ მოლოდვასა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკომისიის რეკომენდაცია ვერ მიიღო.
- სამომავლოდ მათი შესრულება გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
რას გვთხოვს ევროკომისია: სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა საქართველოს ყოვლისმომცველი პრიორიტეტები დაუსახელა. ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.
- "გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იქნა ევროკავშირის შუამდგომლობით. ეს, ასევე, უკავშირდება სასამართლო რეფორმას, რადგან შეთანხმება მასაც მოიცავდა";
- "გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში, სადაც ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა იქნება დაზღვეული";
- "გვჭირდება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება";
- "და ბოლოს, გვჭირდება თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის".
დასკვნაში წერია, რომ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების ჭარბი გავლენების აღმოფხვრით საქართველომ "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება უნდა განახორციელოს.
- ევროკომისია მოითხოვს, რომ გაძლიერდეს გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;
- უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე;
- მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რათა სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
- ახალი სახალხო დამცველის წარდგენისას უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს, ხოლო პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
გარდა ამისა, ევროკომისიის შეფასებაში განხილულია, რომ 2021 წლის ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოში LGBTQ+ თემის დასაცავად მეტი უნდა გაკეთდეს. კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე დააკვირდება.
საქართველოსგან განსხვავებით, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა პირობებით.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომავალი კვირის ბოლოს მიიღებენ.
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები