ჩხარტიშვილი, მამაცაშვილი, ფარცხალაძე და სხვები — დროა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების სანქცირებას ითხოვს
დროა ივანიშვილთან დაახლოებული პირების სანქცირებას ითხოვს. პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ის ბიზნესმენები ჩამოთვალა, რომლებიც, მისი თქმით, ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის საყრდენები არიან.
"დავით ხიდაშელი — ღიად კრემლთან დაახლოებული, ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი. მონაწილეობდა ბევრ პრორუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის, სირიაში, უკრაინაში და საქართველოში და რომელიც დღეს სარგებლობს დიდი პოლიტიკიური და ეკონომიკური შეღავათებით და უნდა იყოს სანქცირებული ბიძინა ივანიშვილთან ერთად.
უჩა მამაცაშვილი — პრაქტიკულად, არაფორმალური მმართველი ეკონომიკის საქართველოში, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არის პარტნიორი, სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, პოლტავჩენკოსი, რომელიც არის, ასევე, სანქცირებული და ძალიან ცხადი და ღია არის კავშირები კრემლთან", — განაცხადა მან.
ხოშტარიამ დაასახელა ვანო ჩხარტიშვილიც. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ჩხარტიშვილი არაერთ კორუფციულ და მაფიოზულ გარიგებაში მონაწილეობდა, ასევე რუსული სახელმწიფო კომპანია როსნეფტის ოფიციალური პარტნიორია. ამასთან, პარტია ითხოვს ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასაც. ხოშტარიას განცხადებით, ფარცხალაძე დღემდე რჩება პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მაკონტროლებლად. ასევე, მონაწილეობს უამრავ ბიზნეს მაფიოზურ გარიგებაში.
"ირაკლი რუხაძე — გარდა იმისა, რომ არის ბევრ ჩრდილოვან კორუფციულ გარიგებაში, პირდაპირ ღიად ფლობს პროპაგანდისტულ მედიებს, როგორიც არის იმედი, მაესტრო და GDS, მონაწილეოებს პოლიტიკურ პრიცესში. ღიად აკეთებს განცხადებებს, რომ საქართველო არ უნდა ასრულებდეს საერთაშორისო სანქციებს, მათ შორის, საბანკო სფეროში, რუსეთის წინააღმდეგ", — აღნიშნავს ის.
ხოშტარიას თქმით, ეს არის იმ ოლიგაქრების ნაწილი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქიული მმართველობა დგას და დასძენს, რომ აქვთ კონკრეტული სამხილები, რასაც პარტნიორებს გადასცემენ.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 218 იყო.
8 ივნისს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულად შეაფასეს და შეშფოთება გამოხატეს მთავრობის დამოკიდებულებებზე, რაც რეზოლუციაში დაწვრილებით აისახა.
ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხება. რეზოლუცია საქართველოს მთავრობას ზოგადი პრინციპებისა და მოვალეობების დაცვისკენ მოუწოდებს, ამასთანავე მასში განხილულია კონკრეტული საკითხები, რაზეც ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს, როგორიცაა 5 ივლისის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები