სენაკის მერის ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიები ადგილობრივ ტენდერებს იგებენ — TI
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში ქალაქის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ, სს არქეოპოლისმა და ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანიამ, შპს ინდიკომ უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. ორგანიზაცია წერს, რომ ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა არქეოპოლისში.
TI-ის შეფასებით, შესაძლებელია, სატენდერო პირობები კონკრეტულ მიმწოდებლებზე ყოფილიყო მორგებული. როგორც ირკვევა, კომპანიებმა გზის საფარის აღდგენისა და კორპუსების ეზოებში შიდა გზების რეაბილიტაციის, ასევე, მოედნის მოწყობის სამუშაოები უნდა შეასრულონ. ტენდერების ჯამური ღირებულება 2 614 550 ლარია.
როგორც TI წერს, აღნიშნულ მომსახურებათა შესყიდვა სენაკის მერიამ თავდაპირველად 2022 წლის იანვარში, მხოლოდ ორი ტენდერის მეშვეობით სცადა, რომლებშიც არქეოპოლისმა და ინდიკომ გაიმარჯვეს. მერიამ კომპანიებთან ხელშეკრულებები ვერ გააფორმა, რადგანაც ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატებოდა და ამ ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. სატენდერო კომისიამ ორივე ტენდერი შეწყვიტა, რადგან სენაკში საკრებულოს პარტიათა შორის არსებული დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაუწყია ფუნციონირება. როგორც ორგანიზაციის ანგარიშში წერია, კომპანიებს ამ ტენდერებში კონკურენტი არ ჰყოლიათ.
საერთაშორისო გამჭვირავლობას ინფორმაციით, სენაკის მერიამ 25 და 29 მარტს ორი შეწყვეტილი ტენდერის ნაცვლად ექვსი ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი, რომელშიც სს არქეოპოლისი გამოვლინდა გამარჯვებულად, ამჯერად 3 შესყიდვად დაიყო, ასევე 3 შესყიდვად დაიყო შპს ინდიკოს მიერ მოგებული ტენდერიც. ორგანიზაციის თქმით, ამ გზით მერიამ შეამცირა მომსახურებათა ღირებულება, რითაც თავიდან აირიდა ხელშეკრულების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობის საჭიროება.
"როგორც წინა ორ შემთხვევაში, ასევე ახალ ტენდერებზე სენაკის მერიამ ფინანსური გამოცდილების საკმაოდ მაღალი მოთხოვნები წამოაყენა, რამაც, ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა ბაზარზე მოქმედი სხვა ალტერნატიული მიმწოდებლები და კონკურენცია, რადგანაც ამ მოთხოვნებს სენაკსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს", — წერია TI-ის ანგარიშში.
ორგანიზაცია წერს, რომ სს არქეოპოლისთან დაკავშირებულია სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდიაც — იგი 2019 წლის 8 თებერვლიდან 2020 წლის 12 ივნისამდე არქეოპოლისის დირექტორი იყო. TI-ის ინფორმაციით, ნანა ზარანდია ამავე დროს სენაკის მერიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა, როგორც წინა, შეწყვეტილი ორი შესყიდვის, ასევე ახალი ექვსივე შესყიდვის დოკუმენტებში ხელს აწერს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი არც სს არქეოპოლისთან და არც შპს ინდიკოსთან.
ამასთან, TI-ის ანგარიშის მიხედვით, ვახტანგ გადელიამ ხუთივე შესყიდვაზე აღნიშნა, რომ გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი როგორც შპს ინდიკოსთან, ასევე სს არქეოპოლისთან და ხელშეკრულებათა გაფორმებაზე უფლებამოსილება მერის პირველი მოადგილისთვის აქვს დელეგირებული. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია წერს, რომ ზემოთ მოყვანილი გარემოებები აჩენს ეჭვებს პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს სენაკის მერიის ტენდერებში სს არქეოპოლისისა და შპს ინდიკოს მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
-
ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა
გადახედვა
-
ვალენტინოს ხსოვნისადმი მიძღვნილი წითელი კაბების კოლექცია ვალენტინოს ხსოვნისადმი მიძღვნილი წითელი კაბების კოლექცია
გადახედვა
-
ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები... ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან სალომე ზურაბიშვილი: გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები... ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: 2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები შემდეგი პოდკასტი: 2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები
-
სტივენ დაუთი: ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელებს, გაიწვიონ რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და დაუბრუნონ ქვეყანა დემოკრატიულ გზას სტივენ დაუთი: ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელებს, გაიწვიონ რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და დაუბრუნონ ქვეყანა დემოკრატიულ გზას
გადახედვა
-
სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის
გადახედვა
-
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური, პატიმრების გაშიშვლებასთან დაკავშირებით, ნანა სანდერსის განცხადებას ეხმაურება პენიტენციური სამსახური, პატიმრების გაშიშვლებასთან დაკავშირებით, ნანა სანდერსის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა
გადახედვა
-
Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში
-
ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური ბრალდებები მშობლებისადმი ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური ბრალდებები მშობლებისადმი
გადახედვა
-
არქი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა არქი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
-
28 თებერვლიდან 1 მარტამდე სიახლე Tbilisi Open Air-ისგან! 28 თებერვლიდან 1 მარტამდე სიახლე Tbilisi Open Air-ისგან!
-
საჯარო სკოლებში, გაკვეთილის დროს, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც შეიზღუდება საჯარო სკოლებში, გაკვეთილის დროს, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც შეიზღუდება
გადახედვა
-
ვლადიმერ ხუჭუა: მოსამართლე, რომელიც მიიღებს ერთ უღირს გადაწყვეტილებასაც კი, თუ მას არ შეუძლია მისი ღირსების დაცვა, ის სხვის ღირსებას და თავისუფლებას ვერ დაიცავს ვლადიმერ ხუჭუა: მოსამართლე, რომელიც მიიღებს ერთ უღირს გადაწყვეტილებასაც კი, თუ მას არ შეუძლია მისი ღირსების დაცვა, ის სხვის ღირსებას და თავისუფლებას ვერ დაიცავს
გადახედვა
-
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
გადახედვა
-
სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებსაც შეისწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებსაც შეისწავლის
გადახედვა
-
ასტრონომებმა რგოლის ნისლეულში რკინის უზარმაზარი "ჯოხი" აღმოაჩინეს ასტრონომებმა რგოლის ნისლეულში რკინის უზარმაზარი "ჯოხი" აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: "მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ შემიწყალებდნენ. ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა" საბა სხვიტარიძე: "მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ შემიწყალებდნენ. ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა"
გადახედვა
კომენტარები