მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ჩ.-მ შიმშილობა დაიწყო
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა, დ.ჩ.-მ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ბრალდებულის დედამ, სოფო ძნელაძემ ტვ პირველთან საუბრისას დაადასტურა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაკავებული არასრულწლოვანი წერს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ხსნის, რომ პროტესტის ამ უკიდურესს ფორმას პროკურატურის უსამართლო პოზიციის გამო მიმართა.
"ქალბატონო პროკურორო, მოგმართავთ გლდანის ციხიდან, თქვენი და თქვენი უფროსების მიერ თავისუფლება წართმეული არასრულწლოვანი, მოგმართავთ უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მზად ხართ შესწიროთ ოღონდ სისტემას რამე ჩრდილი არ მიადგეს და არ აქვს მნიშვნელობა მართალი ვარ თუ არა, თქვენთვის მთავარია არ გყავდეთ მომჩივანი.
დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენმა უფროსებმაც იციან, რომ არ მომიმზადებია დანაშაული, იციან, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ იმ საშინელ დღეს იმ ადგილას, სადაც დატრიალდა ტრაგედია, მაგრამ მიწევს ციხის კედლებში ყოფნა.
თქვენ და თქვენს უფროსებს შვილები გყავთ? გთხოვთ, წამით წარმოიდგინეთ თქვენი შვილი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ მისი ციხეში გაშვებით გიკლავენ მას. ხომ საშინელებაა!
იცოდეთ, მეც გულით მტკივა გიგას დედის ტკივილი, მაგრამ უფალთან, საკუთარ სინდისთან მართალი ვარ და ვიცი რომ არ მიმიძღვის ბრალი მის სიკვდილში. ამიტომაც, მეოთხე დღეა დედაჩემი შიმშილობს ჩემ გამო, ბევრი ვიფიქრე, არ მინდოდა დედისთვის გულის ტკენა, დაე მან მაპატიოს, არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო უსამართლობას.
დღეიდან ვიწყებ შიმშილობას ბოლო ამოსუნთქვამდე და იცით რატომ გწერთ ამას? — მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე თქვენგან ღირსება შელახული ვიყო მეც და ჩემი ოჯახიც. იმედია ჩემი სიკვდილი დაამშვიდებს უსამართლო ადამიანებს, იქნებით ბედნიერი, მთავარი ხომ საკუთარი სკამია," — წერს ბრალდებული.
მე-4 დღეა 17 წლის დ.ჩ.-ს დედა, სოფო ძნელაძე პროკურატურასთან შიმშილობს. 17 იანვარს, პროკურატურასთან გამართულ აქციაზე სოფო ძნელაძემ განაცხადა, რომ მის შვილს იმ დანაშაულზე ედავებიან, რის დროსაც ის "შემთხვევის ადგილზე არც კი ყოფილა" და მისი შვილისთვის ბრალის შეცვლას "უსამართლობის ზენიტი" უწოდა.
- ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს
- რა ვიცით დ.ჩ.-ს ბრალდებაზე?
15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. დ.ჩ. და ა.ნ. თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ამჟამად მათ პროკურატურა ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. დ.ჩ. და ა.ნ. აღნიშნულ საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაკავებული არასრულწლოვანი ა.გ-ს მეგობრები არიან.
გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატის, დარეჯან სულაშვილის განმარტებით, 29 სექტემბერს, როდესაც არასრულწლოვანები თავდასხმის მიზნით გიგა ავალიანს მოსამზადებელ ცენტრთან უთვალთვალებდნენ — დ.ჩ.-ც მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ავალიანის ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში არსებული ჩვენებები და არასრულწლოვანთა შორის მიმოწერები ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ 29 სექტემბერს, დ.ჩ.-მ იცოდა რატომ ელოდებოდნენ გიგა ავალიანს მოსამზადებელ ცენტრთან.
1-ელ ოქტომბერს, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 წლის მათემატიკის მასწავლებელსა და ექიმს, გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. თავდასხმისას მიღებული მძიმე თავის ტრავმით ავალიანი საავადმყოფოში მოათავსეს, სამ კვირაში კი, 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები