სუს: "გაზპრომის" დოკუმენტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
"გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", — ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციიდან ვიგებთ, სადაც უწყება ტელეკომპანია "ფორმულასთან" მიმოწერას ასაჯაროებს. რაც შეეხება იმას, ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, კერძოდ, ნათია თურნავა, სუს-ი წერს, რომ "ვინ რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს გამოძიებისვე ინტერესებიდან გამომდინარე".
"საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ვაქვეყნებთ ერთ-ერთი მედიასაშუალებისა და ჩვენს მიმოწერას:
მედიის კითხვა:
1. რა ეტაპზეა გამოძიება გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოიკითხა თუ არა გამოძიების ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, კერძოდ, ლევან ჟორჟოლიანი და აიტი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები?
2. ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, კერძოდ, ნათია თურნავა, რადგან კონსტიტუციის თანახმად, ეს ორგანოა პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე, ასევე, ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციული ფაქტების გამოძიების ფარგლებში, ხომ არ გამოკითხულა ნათია თურნავა, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 2019-2022 წლებში?
პასუხი:
შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოძიების დეტალებს, ტაქტიკას — ვინ რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს გამოძიებისვე ინტერესებიდან გამომდინარე. გთხოვთ, აღნიშნული სხვა დროსაც გაითვალისწინოთ, რადგან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მხრიდან ხშირად ისმება საგამოძიებო მოქმედებებთან, მათ შორის, გამოძიების ტაქტიკასა და დაკითხვების თანმიმდევრობასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვები", — წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 იანვარს გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსულ სამთავრობო ენერგეტიკულ კომპანია "გაზპრომთან" დაკავშირებული კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების გამო გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო.
უწყების ცნობით, "გამოძიების დაწყების საფუძველი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.
"გაზპრომის" მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში გაზის მიწოდება 40.4%-ით გაიზარდა. პარალელურად, რუსეთმა გაზის ექსპორტი გაზარდა ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც — ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში მიწოდება 22.2%-ით გაიზარდა.
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კომენტარები