ირლანდია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, მაგრამ არ ვართ ნეიტრალური ამ ომის მიმართ — საგარეო მინისტრი
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, საიმონ კოვენი კიევში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ირლანდია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყანაა, თუმცა ომის მიმართ ნეიტრალურები არ არიან. ის გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია.
"ვაცნობიერებ, რომ უკრაინას არ სურს თანაგრძნობა, მას სჭირდება ქმედება და ძლიერი პრაქტიკული მხარდაჭერა საკუთარი თავის დასაცავად და მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, ნება მომეცით მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ ნეიტრალური ამ ომის, კონფლიქტის და თქვენი ქვეყნის მომავლის მიმართ.
ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები ოცნებობენ სხვა ტიპის მომავალზე, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, სტაბილურობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და გვჯერა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის გზით. ირლანდია მხარს დაუჭერს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს", — თქვა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დედაქალაქის იმ ნაწილების მონახულების შემდეგ, რომლებიც უშუალოდ დაზიანდა რუსეთის მიერ, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან და თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრის შემდეგ, კოვენმა თქვა, რომ რუსული ძალების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ომის დანაშაულია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები