რა თქვა პუტინმა ომსა და მოლაპარაკებებზე
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს,12 მარტს ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდნენ — დაახლოებით სამსაათიანი მოლაპარაკება ჰქონდათ, რომლის შემდეგაც პრესკონფერენციაც გამართეს. ტრადიციულად, ორივე მათგანმა პროპაგანდისტული ნარატივებით სცადა ემართლებინა თავი უკრაინაში ომის გამო.
რა თქვა პუტინმა ომზე
პუტინი ფიქრობს, რომ სამხედრო ოპერაცია ანუ ომი, რომელშიც უამრავი რუსი ჯარისკაცი დაკარგა და ათასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, გეგმის მიხედვით მიდის და დასრულდება მაშინ, როცა მიაღწევენ დასახულ მიზნებს. იმის მიუხედავად, რომ ყოველდღე ვრცელდება ომის დანაშაულების ფაქტები, პუტინი მაინც ამტკიცებს, თითქოს ეს მიზნები კეთილშობილურია და დონბასში ხალხის დაცვა სურს. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიაზე თავდასხმას და განადგურებას, მისი თქმით, "მოქმედებები უკრაინის გარკვეულ რეგიონებში" მხოლოდ უკრაინული ძალების შებოჭვასთან და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებასთან იყო დაკავშირებული, რომ შეექმნათ პირობების დონბასში ბრძოლისთვის.
"რაც ხდება უკრაინაში არის ტრაგედია, მაგრამ ალექსანდრე გრიგორიევიჩმა [ლუკაშენკომ] სწორად თქვა: არჩევანი არ იყო. უბრალოდ არჩევანი არ იყო, ერთადერთი კითხვა იყო, როდის დაიწყება. სულ ეს იყო", — თქვა პუტინმა.
პრესკონფერენციაზე მან და ლუკაშენკომ უარყვეს ბუჩას ხოცვა-ჟლეტვაში თავისი ბრალეულობა. პუტინი ამბობდა, თითქოს გავრცელებული კადრები და ინფორმაციები "ფეიკია", ლუკაშენკომ კი ამას "ბრიტანელების ფსიქოლოგიურ ოპერაციას" უწოდა. ამ შემთხვევაშიც პუტინმა იგივე ფრაზა გაიმეორა.
"რაც უკრაინაში ხდება ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა. ბუჩას რაც შეეხება, ჩემს დასავლელ კოლეგებს ვეკითხები, იყავით სირიაში?" — თქვა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოპერაციის დაჩქარება შესაძლოა დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ მოსკოვი იმოქმედებს "რიტმულად, მშვიდად, იმ გეგმის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად გენერალური შტაბის მიერ იყო შეთავაზებული". მან მადლობა გადაუხადა რუს ჯარისკაცებს "გმირობისა და სიმამაცისთვის, რომელსაც ისინი ავლენენ".
პუტინის თქმით, "ბლიცკრიგი", რომელიც დასავლეთს სანქციებით სურდა, არ გამოვიდა. ის ამტკიცებდა, რომ რუსეთი ამ წნეხს გაუძლებს.
რა თქვა პუტინმა მოლაპარაკებებზე
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ტრადიციულად, უკრაინას დააბრალა მოლაპარაკებების გაჭიანურება. მისი მტკიცებით, მოლაპარაკებებს ართულებს ის, რომ კიევი დაშორდა მარტის ბოლოს სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს. მანვე აღნიშნა ისიც, თითქოს ჯერ არ იცის ყველა დეტალი, რადგან უკრაინის პოზიციის ცვლილების შესახებ ორშაბათს შეატყობინეს.
იქვე პუტინმა მადლობა გადაუხადა ბელარუსს მის ტერიტორიაზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის კარგი ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ "ბელორუსული პლატფორმა საკმაოდ შესაფერისია შემდგომი კონტაქტებისთვის".
ამავე თემაზე:
- ლუკაშენკომ დაიწუწუნა, რომ პუტინი პოლკოვნიკის წოდებას დაჰპირდა, მაგრამ ჯერ არ მიუცია
- პუტინმა ბუჩის ტრაგედიას "ფეიკი" უწოდა, ლუკაშენკომ "ბრიტანელების ფსიქოლოგიური ოპერაცია"
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები