ბრალდებებზე ვერ ვისაუბრებ, ქვეყნები, რომლებიც კრემლის საომარ ძალისხმევას მხარს უჭერენ, შედეგებს ნახავენ — პრაისი კონტრაბანდაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი უკრაინის ბრალდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე რუსეთში კონტრაბანდის შეტანის ხელშეწყობაზე, პასუხობს, რომ ბრალდებებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ ქვეყნები, რომლებიც ეხმარებიან მოსკოვის საომარ ძალისხმევას, ნახავენ შედეგებს.
"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ დავასაბუთო ან ვისაუბრო თქვენს მიერ ნახსენებ ბრალდებაზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ გასულ კვირას, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ახალი მეხსიერება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, მათ შორის სუვერენული ტერიტორიების წართმევის მცდელობებზე. ჩვენ ვნახეთ, ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგას, მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრის დროს გაეროში, ეს ეწინააღმდეგება იმას, რასაც კრემლი ახორციელებს უკრაინაში. ჩვენ ახლო კონტაქტზე ვართ კოლეგებთან საქართველოში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებიტ და გავაგრძელებთ მათთან ახლო კონტაქტს.
ერთ რომელიმე ქვეყანაზე საუბრის გარეშე, ჩვენ ვთქვით, რომ ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა, პარტნიორებმა მთელ მსოფლიოში, დააწესეს ან ის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ცდილობენ ომის ძალისხმევის მხარდაჭერას — კრემლის ომის რუსეთისთვის ფინანსური მხარდაჭერით, მომარაგებით, იარაღით უზრუნველყოფის ძალისხმევით, ისინი ნახავენ შედეგებს. ისინი ნახავენ შედეგებს სანქციების გვერდის ავლის მცდელობების ან სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისთვის, რომელიც სხვაგვარად ეხმარება მოსკოვის საომარ ძალისხმევას", — ამბობს პრაისი.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, რომ არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში. დაზვერვაში აცხადებენ, რომ დღეს ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი, აღმოსავლეთ აზია. მათივე თქმით, განიხილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.
გაიგე მეტი:
- რას ამბობს ვერეშჩუკი საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კონტრაბანდის სავარაუდო ხელშეწყობაზე
- მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია — პაპუაშვილი კონტრაბანდაზე
- ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა — ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე
- "ოცნების" დეპუტატი უარყოფს უკრაინის ბრალდებას რუსეთში კონტრაბანდის შეტანის ხელშეწყობაზე
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები