ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდაჭერის კუთხით — ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ "ძალიან გაბედული ნაბიჯები გადადგა" უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს სიტუაცია განსხვავდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისაგან და მიუხედავად ამისა, ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა პოლიტიკური, ჰუმანიტარული, თუ ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხით.
"კიდევ ერთხელ, არ დავიღლები იმის ჩამოთვლით, რაც გააკეთა საქართველომ და ბევრმა ქვეყანამ იმდენი ვერ გააკეთა რაც საქართველომ გააკეთა უკრაინის პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული, თუ ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხით. იგივე ის გაეროს რეზოლუციები, რომლის თანასპონსორებიც ჩვენ ვიყავით. იგივე ინიცირება სისხლის სამართლის სასამართლოში, ჰააგაში ომის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით თანადგომა, საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ყოფნა. იგივე ვთქვათ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, ეუთოს ფარგლებში 44 წევრ სახელმწიფოსთან ერთად. ჩვენი შეერთება ლუგანსკის და დონეცკის სანქციების სიაში, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იქნა შემოღებული. ასევე ევროპის საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერებაზე მხარდაჭერა.
ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯებია ქვეყნისთვის, რომელიც უნიკალურ სიტუაციაშია იმყოფება, განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, სხვა, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნებისგან. ჩვენ არც უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები გვაქვს და არც ნატოს მე-5 მუხლი გვიცავს და პირიქით, ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ. სულ რამდენიმე კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდაჭერის კუთხით", — თქვა ზალკალიანმა იმედის ეთერში.
მინისტრმა ასევე ისაუბრა, რომ არ სურს შევიდეს უკრაინის ელჩის გაწვევისა და მოხსნის "სპეკულაციებში. მისი თქმით, არ სურს, დაზიანდეს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები.
"გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მგრძნობიარე საკითხია, ძალიან დელიკატური და სპეკულაციები მოყვა ამ მსჯელობას. არ მსურს ამ რაღაცა სპეკულაციებში და ასე ვთქვათ, დისკუსიაში შევიდე. მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ, ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, როგორც ქვეყანას. ჩვენ გვაქვს უკრაინასთან, ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აბსოლუტურად მკაფიო პრიორიტეტები და არ მინდა ერთი წუთით დაზიანდეს ეს ჩვენი ურთიერთობა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, მთლიანად ჩვენი უწყება, რომ ეს ურთიერთობები უკრაინასთან არ დაზიანდეს და ჩვენი ნაბიჯები, რომელიც გადავდგით უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, მართლაც უპრეცედენტოა", — ამბობს ის.
შემდეგ კი აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა უკმაყოფილება ელჩის მუშაობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ელჩი არა თუ გაწვეული, გათავისუფლებულია. ზალკალიანმა განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას უსურვებს უკრაინას იმ აგრესიასთან გამკლავების საქმეში, რა აგრესიის წინაშეც ის დგას.
30 მარტს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსა და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ. მანამდე, ერთი თვის წინ მან იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები